• რეკლამა
  • კონტაქტი
20:12, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ინტერვალი ფაიზერის ორ დოზას შორის” – ექიმი ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
10:34 09-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

“გახანგრძლივებული ინტერვალი ფაიზერის ორ დოზას შორის – უამრავი კითხვა მოდის ამ საკითხთან და ქვემოთ მოყვანილ კვლევასთან დაკავშირებით. ვეცდები მოკლედ ვუპასუხო.

კვლევა ჩატარდა 7.12.2020-დან 12.03.21-მდე ბრიტანეთში. კვლევაში მონაწილეობდა 503 პირი/ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელი.

საბოლოო შედეგით დადგინდა, რომ ვაქცინაციის დოზებს შორის გახანგრძლივებული ინტერვალის (6-12კვირის) პირობებში მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების უფრო მაღალი ტიტრი გამომუმუშავდება და უჯრედული იმუნიტეტიც ბევრად უფრო ძლიერია (CD4 უჯრედებისა და IL2-ის მაღალი ექსპრესია) ვიდრე 3-4კვირიანი ინტერვალის შემთხვევაში.

გახანგრძლივებული ინტერვალის პირობებში ანტისხეულების ტიტრი მკვეთრად ეცემოდა მეორე დოზამდე. 

განსაკუთრებით დაბალი ტიტრით გამომუშავდა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები პირველი დოზის (!!) შემდეგ და მკვეთრად შემცირდა მეორე დოზამდე.

T-უჯრედები კი (უჯრედული იმუნიტეტი) მეორე დოზამდე მაღალი კონცენტრაციით შენარჩუნდნენ.

მეორე დოზის შემდეგ გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში (6-12კვირის) მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრი 2-ჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე მოკლე, 3-4კვირიანი ინტერვალის შემდეგ.

ორი დოზის შემდეგ T-უჯრედების დონე გახანგრძლივებული ინტერვალის შემთხვევაში 1,6-ჯერ დაბალი იყო ვიდრე მოკლე ინტერვალის პირობებეში, თუმცა ამასთან ხანგრძლივი ინტერვალის დროს CD4-უჯრედების, რომლებიც ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებასა და ინფექციის თავიდან აცილებას უზრუნველყოფენ, უფრო მაღალი ექსპრესია დაფიქსირდა.

გახანგრძლივებული ინტერვალი მეორე დოზის შემდეგ ბევრად უფრო მაღალი მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების ტიტრის გამომუშავებას იწვევდა როგორც დელტა-შტამის, ასევე ყველა სხვა დღესდღეობით არსებული ვარიანტების წინააღმდეგ.

კომენტარი: ჩემი აზრით კვლევას რამდენიმე ლიმიტაცია აქვს, ყველაზე მთავარ ლიმიტაციად კი 2 ფაქტორს დავასახელებდი:

1. ამ წლის დასაწყისში ბრიტანეთში არც ისე ბევრი დელტა შტამი იყო.

2. 503 მონაწილედან 223-ს (44%-ს) კოვიდ-ი გადატანილი ჰქონდა, ამ შემთხვევაში კი, როგორც ვიცით, მკვეთრად განსხვავებული იმუნური რეაქციაა ვაქცინებზე.

სავარაუდოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი ინტერვალის პირობებში ფაიზერის ვაქცინა უფრო ეფექტურია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდოდებოდი სხვა კვლევებსაც.

————————

P.S.: ეს პოსტი იმისთვის დავწერე, რომ ასეთი სახის კითხვებს გაეცეს პასუხი და არა თუ უფრო მეტი დაიწეროს.

როგორც პოსტის ბოლოს წერია: “ამ საკითხთან დაკავშირებით დაველოდოდებოდი სხვა კვლევებსაც”, მანამდე კი უნდა მიჰყვეთ ქართულ პროტოკოლს, რომელიც ჯერ არ შეცვლილა. 

ყველაფერი დანარჩენი უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს”, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved