• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი მოქალაქე მუდმივად არ უნდა იყოს არეულობის, რევოლუციის და ომების მოლოდინში, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და შეგვწევს უნარი და ძალა, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:46 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში ყველა რეგიონის განსავითარებლად, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების  მოწესრიგება, წყალმომარაგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწყებულია ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას.

„პროგრამა 63-ვე  მუნიციპალიტეტში ახლა აქტიურად მიმდინარეობს. ეს არის პირველი ფაზა, ურბანული განახლების პროგრამა გაგრძელდება. წელს 500 მილიონი დაიხარჯება და რა თქმა უნდა, მომავალ წელსაც ანალოგიურად გავაგრძელებთ ამ პროგრამას. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება სტაბილურობის შენარჩუნება და ადამიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს,  ბიზნესმენი იქნება ეს, ფერმერი თუ უბრალოდ ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანი, სჭირდება სტაბილურობის განცდა, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური. პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ცხოვრება საქართველოში და არ უნდა იყოს ჩვენი მოქალაქე მუდმივად  არეულობის,  რევოლუციის  და ომების მოლოდინში. ამ სიტყვას მე შეგნებულად ვიმეორებ, იმიტომ, რომ ჩვენ – ჩვენმა მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, გამოსცადა ძალიან მძიმე  განსაცდელი ომების სახით, დაწყებული  მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, იყო სამოქალაქო ომიც, დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი – სამაჩაბლო და ახლა, სულ რაღაც 13 წლის წინ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვერ შევძელით ამ დიდი ტრაგედიის და უბედურების თავიდან აცილება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს და შეახსენებს ყველას და ნათელია ყველაფერი, თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა ამ ქვეყანაში. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ხელწერით, თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენ შეგვიძლია, შეგვწევს უნარი და  ძალა, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, ავიღოთ პასუხიმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მის დაცვაზე. მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება – აი ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამიტომ ჩვენ 2 ოქტომბერს  ყველა ქალაქში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved