• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას, საკმარისია, მათ იმოგზაურონ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში და თავად დარწმუნდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეში – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:54 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ არაერთი წარმატებული რეფორმა, პროექტი განვახორციელეთ, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება-გაძლიერება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვის მიმართულებით გადადგმული ძალიან ეფექტური ნაბიჯები, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ათასობით ადამიანი განიკურნა სრულიად უფასოდ.

„ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ამბულატორიებს, ბაღებს. 170 ახალი სკოლა ავაშენეთ ამ 8 წელიწადში, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ასეულობით ბაღის გარემონტება შევძელით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მოვდიოდით ამ ულამაზეს მხარეში და მართლაც თითქმის ყველა გზა დასრულებულია. გამოდიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას. მათთვის საკმარისია, იმოგზაურონ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში და თავად დარწმუნდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ყველა იმ საქმის გაკეთება არ არის საკმარისი. ჩვენი ხალხის, ჩვენი ძვირფასი და მართლაც უნიკალური ხალხის მთავარი გამოწვევა და პრობლემა დღეს არის უმუშევრობა, დასაქმების საკითხები, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს და არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ერთია, რა გაკეთდა, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, პროგრამები როგორიცაა – „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მთელი რეგიონების მიხედვით გადანაწილდა ეს სიკეთეები, მაგრამ ჩვენ მასშტაბები უნდა გავზარდოთ. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ყველა რეგიონი განვითარდეს თანაბრად და სიკეთე გადანაწილდეს თანაბრად ჩვენს მოსახლეობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved