• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაზე მეტი რეკლამაზე გიორგი გახარიას პარტიამ დახარჯა, ყველაზე ნაკლები მამუკა ხაზარაძის “ლელომ”

ალია ავტორი - ალია
14:25 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2 აგვისტოდან – 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” დახარჯა.პარტიამ, ყველაზე მეტი 76 209 ლარი გარე რეკლამისთვის გაიღო, ინტერნეტ-რეკლამაში 2709 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 975,76 ლარი გამოყო.

შემდეგ ადგილზეა “ევროპული საქართველო”. პარტიამ 2 აგვისტოდან – 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 51 471 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 51 055,68 ლარი ინტერნეტ- რეკლამისთვის გამოყო, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 210 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 205 ლარი გაიღო.

“ევროპული საქართველოს” შემდეგ, ყველაზე მეტი, რეკლამაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დახარჯული. პარტიამ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 38 135 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 25 537 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 12 598 ლარი გაიღო.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პარტიას, “სტრატეგია აღმაშენებელმა“ ანუ საარჩევნო სუბიექტმა „მესამე ძალამ“ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 9800 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 7300 ლარი გადაიხადა, ხოლო ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 2500 გაიღო.

„ლელო საქართველოსთვის“ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 4 304 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 950 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის, 3354 ლარი გაიღო.

რაც შეეხება შემოწირულობებს, ამ ნაწილშიც, პარტიებს შორის გიორგი გახარიას პარტია ლიდერობს, მას საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 233 339,13 ლარი აქვს მიღებული.

შემდეგ ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიამ შემოწირულობის სახით 57 890 ლარი მიიღო. საანგარიშო პერიოდში, პარტიას, საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 183 302,91 ლარი ჰქონდა.

“ლელო საქართველოსთვის”, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 49 500 ლარი მიიღო, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 66 963,33 ლარი ჰქონდა.

შემდეგ ადგილზეა “ევროპული საქართველო”. პარტიამ, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 43 830 ლარი მიიღო, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 93 700,75 ლარი.

გიორგი ვაშაძის პარტიას, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობა არ უფიქსირდება, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 78 327,11 ლარი აქვს.

წყარო – allnews.ge

თეგები: 2021 არჩევნები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved