• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საელჩო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:40 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში 6 სექტემბრიდან დამატებითი შეზღუდვები წესდება.

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები: საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო, მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველ პირებზე.

ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ზემოხსენებული შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 0“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თეგები: თურქეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved