• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოცილიზუმაბი“ სულ დეფიციტშია, პაციენტები მძიმდებიან ბინაზე…” – სოფო ჯაფარიძე სიკვდილიანობის მიზეზებზე

ალია ავტორი - ალია
18:23 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

„მედგიდის“ დამფუძნებელი, ექიმი სოფო ჯაფარიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ამბობს:

„გარდაცვალების ასეთი მაჩვენებელი არის იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჯანდაცვას ყველა რგოლში ძალიან დიდი პრობლემები აქვს.

პირველი – ეს არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ოჯახის ექიმები, რომლებიც ფაქტობრივად ზღვარზე მუშაობენ და ფიზიკურად ადამიანური რესურსი არის ამოწურული. ზოგჯერ დღის განმავლობაში თითო ექიმზე 100-150 პაციენტი მოდის, ეს შეუძლებელია და ნებისმიერ ადამიანურ რესურსს სცდება.

ამიტომ, ხშირად ვხედავთ, რომ 5, 6, 7 და უფრო მეტი დღე ოჯახის ექიმები ვერ უკავშირდებიან პაციენტებს. ხშირად ამ დროს პაციენტებმა არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ და მძიმდებიან ბინაზე და საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას პირდაპირ ინტენსიურ განყოფილებაში.

მეორე საკითხი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს აქვთ დიდი პრობლემა ის, რომ არ აქვთ განახლებადი ბაზები, როცა მისამართზე მიდიან ექიმს ორმაგი შრომის გაწევა უწევს. ერთი მხრივ ის, რომ პაციენტს მიხედოს და მეორე მხრივ მოძებნონ ადგილები. ამაში ძალიან დიდი დრო იკარგება. ხშირად ეს დრო სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული იმ მომენტისთვის. როდესაც პაციენტს 80 აქვს სატურაცია, საათები იკარგება იმისთვის რომ ადგილები მოიძებნოს.

მესამე საკითხი – ჰოსპიტალური სექტორი უკვე ზღვარს მიღმა მუშაობს, იმიტომ რომ ჟანგბადიანი ადგილების სერიოზული დეფიციტია.

მეოთხე საკითხი – ძალიან მნიშვნელოვანი მედიკამენტები, მაგალითად როგორიც არის „ტოცილიზუმაბი“, რომელიც არის კოვიდის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულების ციტოგენური შტორმის სამკურნალო პრეპარატი, ფაქტობრივად სულ დეფიციტშია. მისი მოძიება პრობლემაა, ყოველთვის გვიანდება და ეს არის დაუსრულებელი პრობლემები.

არა მხოლოდ „ტოცილიზუმაბი“, არამედ ბოლო რამდენიმე დღეა როგორც ვიცით ანტიკუაგულანტებზეც კი პრობლემა შეიქმნა. ეს ყველაფერი, ერთობლივი ჯაჭვი, რომელიც სრულად გარღვეულია განაპირობებს იმას, რაც დღეს ხდება და რაც მთავარია დროულად ვაქცინაციის ვერ დაწყება. ძირითადად გარდაცვლილთა 99% არის სწორედ აუცრელი ადამიანები.

ვაქცინაციის ტემპი უფრო კარგი იყო, ბოლო რამდენიმე დღეა შემცირდა, მაგრამ ესეც იმის ბრალია, რომ საინფორმაციო კამპანია არ არსებობს“

თეგები: სოფო ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved