• რეკლამა
  • კონტაქტი
05:35, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კვირის მზაკვრული დღე” – რა უნდა გააკეთოთ კონკრეტულ დღეს წარმატების მისაღწევად? – რჩევები ცაგარელისაგან

ალია ავტორი - ალია
16:57 09-03-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

ამბობენ, კონკრეტული ქმედება სწორედ კვირის განსაზღვრულ დღეს უნდა დაგეგმოთ, რათა ბარიერებს, წინაღობებს თუ პრობლემებს აარიდოთ თავიო.

ორშაბათი – ამ დღეს მოგზაურობა, ან დიდ მანძილზე გადაადგილება არ უნდა დაგეგმოთ, რადგან არსებობს დიდი ალბათობა, გზაზე სხვადასხვა უსიამოვნო შემთხვევას გადააწყდეთ. არ არის სასურველი, რაიმე ახლის წამოწყება, რადგან გაგიჭირდებათ მისი ბოლომდე მიყვანა, მოგებასაც ვერ ნახავთ და კარგი არაფერი გამოვა. უმჯობესია, ამ დღეს, მიმდინარე, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და ახალი საქმის დაწყებით, დამატებითი სასიცოცხლო ენერგია არ დახარჯოთ. ასევე, გახსოვდეთ, ორშაბათს არ გაასესხოთ ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი კვირის განმავლობაში უფულოდ დარჩებით.

სამშაბათი – ამ დღეს სასურველია ახალი საქმის წამოწყება. ის აუცილებლად წარმატებამდე და დადებით შედეგამდე მიგიყვანთ. შესაძლებელია, შორეული მოგზაურობებისა და მივლინებების დაგეგმვა, რადგან ეს დღე ამისთვის ყველაზე ხელსაყრელია. კვირის ამ დღეს არ შეიძლება ვინმესგან ფულის სესხება, რადგან უფულობა იცის და ამიტომ, ნასესხები ფულის დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში გაიწელება. სამშაბათს კარგია რაიმეს ყიდვა, შეგიძლიათ დიდი თანხაც გადაიხადოთ. შეძენილი აუცილებლად მოგიტანთ მორალურ კმაყოფილებას და დიდხანს მოგემსახურებათ.

ოთხშაბათი – ძველად ამ დღეს „მზაკვრულს“ უწოდებდნენ, რადგან სწორედ ოთხშაბათს ხდებოდა უსიამოვნო შემთხვევები. ოთხშაბათს სასურველი არ არის ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ სახლში წარუმატებლობა დაისადგურებს. არ შეიძლება საუბრები ბოროტ სულებსა და სხვა ბნელ ძალებზე, თორემ, ნეგატიურ ენერგიას მოიზიდავთ და თავს უბედურება და უიღბლობა დაგატყდებათ. ოთხშაბათს კარგია ღვეზელების ან ტკბილეულის გამოცხობა. ეს ოჯახს სიმდიდრეს მოუტანს. შეგიძლიათ, საყიდლებზე წასვლაც, რადგან ამ დღის შენაძენი აუცილებლად სასარგებლო, მოგებიანი და წარმატებული იქნება.

ხუთშაბათი – ვალების დაბრუნება, სწორედ, ხუთშაბათს არის რეკომენდებული. ამ გზით კარგი ფინანსური შემოსავლებით მთელი თვე იქნებით უზრუნველყოფილი. ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც მამაკაცის გულის მონადირება სურთ, თავიანთ რჩეულს, აუცილებლად ხუთშაბათს უნდა გაუმასპინძლდნენ რაიმე გემრიელით.

პარასკევი – თუ ამ დღეს კარგი სიზმარი ნახეთ, სანამ დღე არ დასრულდება, აუცილებლად მოუყევით შვიდ სხვადასხვა ადამიანს. მიიჩნევა, რომ ასეთ შემთხვევაში სიზმარი აუცილებლად აგიხდებათ. გათხოვილმა ქალებმა ამ დღეს თავი არ უნდა დაიბანონ, თორემ ქმართან კონფლიქტი ექნებათ. არ შეიძლება ფრჩხილების დაჭრა, რომ ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები არ შეგექმნათ. ასევე, არ შეიძლება დილიდანვე იმხიარულოთ, რადგან პარასკევ დღეს, მძიმე ენერგეტიკა აქვს და ზღვარგადასულ მხიარულებას ცრემლების მოზიდვა შეუძლია.

შაბათი – ამ დღეს ახალ სახლში გადასვლა წარმატების მომტანია, რადგან ოჯახში ყოველთვის სიუხვე და სიმშვიდე იქნება. ასევე, კარგია იმიჯის ცვლილება, ახალი ნაცნობობა, საქმიანი და სასიყვარულო შეხვედრები.

კვირა – ამ დღეს, ოჯახის დიასახლისმა დილიდანვე უნდა გააღოს ფანჯრები და ბინაში სუფთა ენერგეტიკა შემოუშვას. ეს მომავალი კვირისთვის ერთგვარი კეთილდღეობის დაბევება, ფინანსური წარმატების მოზიდვა და ცუდი ძალების დაფრთხობის რიტუალია. ეცადეთ, ამ დღეს არაფერი დაკარგოთ, რადგან ეს ცუდის მანიშნებელია.

თეგები: მიხეილ ცაგარელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved