ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლევან აბულაძე მეტსახელად „ლევან სუხუმსკი“ ბარსელონის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ BBC იუწყება.
აბულაძე 2020 წელს რუსეთის ქალაქ ვლადიმერის სასამართლოდან გაიქცა. ის ბარსელონაში იმ მომენტში დააკავეს, როდესაც ესპანეთში ყალბი პასპორტით შესვლას ცდილობდა.
„ლევან სუსხუმკი“ ერთი წელი მიმალვაშია, მას რუსეთი სდებს ბრალს, “კანონიერი ქურდობის” მუხლით.
ლევან სუხუმსკიმ ციხეში 4 წელი გაატარა, ის ნარკოტიკებით ვაჭრობისა და საბუთების გაყალბებისთვის იყო გასამართლებული. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა „ლევან სუხუმსკის“ ექსტრადირება რუსეთში, თუ მას ესპანეთში გაასამართლებენ.
კომენტარები