• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ

ალია ავტორი - ალია
18:12 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჭიათურაში განაცხადა, სადაც, რეაბილიტირებული საბაგირო დაათვალიერა.

 პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მოწვეული ჰყავდა ფრანგული კომპანია ,,პომა“, რომელმაც სამუშაოები შეასრულა.

„ეს არის უნიკალური პროექტი ჩვენი ჭიათურისთვის და ჭიათურელებისთვის. 2 კვირაა, რაც საბაგირომ მუშაობა დაიწყო და უკვე 20 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა აქ, რომლებმაც საბაგიროთი ისარგებლეს. ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ და ავაშენეთ ახალი საბაგირო, რომელიც დაჯდა 55 მილიონი ლარი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს ძალიან წარმატებული, ეფექტური სამუშაოსთვის, ასევე საფრანგეთის საელჩოს, ბატონ დიეგო კოლასს, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ფრანგულ კომპანია „პომას“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჭიათურაში ახალი საბაგირო გზების მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

ახალი საბაგირო გზები ჭიათურაში საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების დაფინანსებით აშენდა და პროექტის საერთო ღირებულებამ 55 მილიონი ლარზე მეტი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბაგირო სადგურებსა და გზებს. საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა იმოძრავებს.

რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ  ,,პომამ“, საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო. საბაგირო გზების მშენებლობაზე, ქართულ კომპანიასთან ერთად, მუშაობდნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები.

პროექტის ფარგლებში აშენდა 4 რევერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა ქალაქის ოთხი სხვადასხვა მიმართულებით მდებარე უბნებისათვის. ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზები გადაიყვანენ მგზავრებს შემდეგი მიმართულებით – სანატორიუმი, ნაგუთი, ლეჟუბანი და მუხაძე. ახალი საბაგირო გზის ოთხივე მიმართულება უკვე შესულია ექსპლოატაციაში და ემსახურება მოსახლეობას.

საბაგირო ტრანსპორტი ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო. ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული საბაგირო ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და ხანგრძლივი ექსპლუატაციის  გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.

ჭიათურის ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით დღეში დაახლოებით 2 000 ადამიანს უკვე აქვს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved