სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 636 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 243 386-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.
ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4 876 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 19 გასული დღე-ღამის განმავლობაში.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 227 726 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 784 ამ დრომდე მკურნალობს. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ჯამში 1 554 292 ტესტია ჩატარებული.
კომენტარები