თბილისში კორონავირუსის „დელტა“ შტამით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მათ დაწესებულებაში სხვა კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს.
„სავარაუდო დიაგნოზი იყო მიოკარდიუმის ინფარქტი. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ვერ მოხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“,-აღნიშნავენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში
კომენტარები