• რეკლამა
  • კონტაქტი
18:45, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავდგებით დამღუპველი სცენარის წინაშე, მივიღებთ ე.წ. კოვიდის დაკარგულ თაობას”- ასოციაცია “მშობლები განათლებისთვის”

ალია ავტორი - ალია
15:11 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ასოციაცია “მშობლები განათლებისთვის” წერილი ხელისუფლებას:

“შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ იმ ფაქტით, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობა იმ დონემდე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სკოლების გახსნა. მაშინ როცა ევროპის რეგიონის მილიონობით მოსწავლე რეგულაციების დაცვით უბრუნდება საკლასო სივრცეს, ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ სკოლებს ვერ გახსნის..მიგვაჩნია, რომ პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს მსოფლიოში დაგროვილი გამოცდილების გამოყენების და გონივრული მართვის შემთხვევაში სკოლების დახურვის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. ჩვენთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა გაკეთდა იმისთვის, რომ არ დავმდგარიყავით ამ ფაქტის წინაშე, გადაწყვეტილების მიმღები პირები საუბრობენ მხოლოდ შეზღუდვებზე და არა იმაზე, როგორ მუშაობენ ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად.  კონკრეტულად  რა ნაბიჯები გადაიდგა ამისთვის, რა შედეგებს მიაღწიეს და რა არის დაგეგმილი უახლოეს მომავალში.

ჩვენ ვშიშობთ, რომ 15 სექტემბრიდან და 4 ოქტომრის შემდეგაც დავდგებით ნაცნობი დამღუპველი სცენარის წინაშე. მეტიც, თუ პანდემიის დასაწყისში ონლაინ განათლება წარმოადგენდა სიახლეს და ერთგვარი ენთუზიაზმი ჰქონდათ ბავშვებს, წელს ეს ინტერესი და სიხარული ანულირებულია.
პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს სკოლა თანატოლების გარეშე, ჩაბნელებულ ეკრანს მიღმა მოსაწყენი, ერთფეროვანი გაკვეთილების ჩატარების თუ ტელესკოლიდან ახსნილი ახალი მასალის მოსმენის პერსპექტივა ბავშვებს უკლავს სწავლის მოტივაციას და უაღრესად მძიმედ მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ვშიშობთ, რომ მივიღებთ ე.წ. კოვიდის დაკარგულ თაობას.
შევახსენებთ მთავრობას, რომ თითქმის ორი წელია მშობლებს და მცირეწლოვან ბავშვებს გაუსაძლის ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. ტექნიკასთან გატარებული დროის, უჰაერობის, უმოძრაობის გამო, ხშირად ბავშვებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რაც მშობლების ნაწილის განმარტებით გამოხატულია მხედველობის გაუარესებით, ხერხემლის დაავადებებით და სხვა ნეგატიური გამოვლინებით.. 
 იზოლაციის და შეზღუდვების გამო, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ექმნება სოციალიზაციის პრობლემა, ბავშვებს მასიურად აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უჩნდებათ ქცევითი და ემოციური პრობლემები. ამ ფონზე მიგვაჩნია, რომ პანდემიის დროს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს აბსოლუტურად ვერ ფარავს დისტანციურად მიწოდებული ზოგადი განათლება, მით უფრო იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა ოჯახებსაც ხელი არ მიუწვდებათ ხარისხიან ინტერენეტზე და გამართულ პერსონალურ კომპიუტერებზე.
მშობლებს მიგვაჩნია, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა განათლების სისტემის გადაწყობის შესაძლებლობებზე, რომელთა ფარგლებში მოხდება ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეში განათლების მიღებისა და ბავშვთა სოციალიზაციის ალტერნატიული მეთოდების დანერგვა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved