ბიზნესმენი, რომელიც განმუხურში მოკლეს ვლადიმერ ვახანიაა. მკვლელობა მისივე კუთვნილ მშენებარე სასტუმროში მოხდა და ის ბიზნესწილებზე დავას უკავშირდება.
ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს და მედიის ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე ინდეტიფიცირებულია.
ვლადიმერ ვახანია, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ასევე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 2009 წელს დააკავეს, სასჯელის მოხდის შემდეგ, 2012 წელს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
კომენტარები