• რეკლამა
  • კონტაქტი
20:25, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ბრძოლა პირადი მოსამართლეებისათვის !!! სამსხვერპლოზე კი ჩვენ მიგვიტანეს !!!” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:08 09-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის პოზიციები სრულად ემთხვევა ერთმანეთს.

სახელისუფლებო პარტიის რადიკალ მხარდამჭერებს შორისაც კი არ მეგულება ადამიანი, რომელიც აღფრთოვანებულია სასამართლო იერარქიაში ჯალათების, ყველაფერზე ხელის მომწერების, ყველა მთავრობის ქვეშევრდომად ნამუშევარი კლანის დაწინაურებით, მათთვის შეუზღუდავი და სამუდამო ძალაუფლების მინიჭებით.

თუ ეს ქვეყანა გიყვარს, ალბათ, თავდაუზოგავად უნდა შრომობდე, რომ სასამართლოს მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდეს, სისტემა უფრო მეტად ანგარიშვალდებული გახდეს ხალხის წინაშე და გირგვლიანის მკვლელი მსაჯულების თვითნებობის ნაცვლად, ხელი შეუწყო მაღალი რანგის პროფესიონალი მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

მაგრამ “ქართული ოცნებისთვის” ქვეყნის განვითარებაზე მნიშვნელოვანნი კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა ნაძირლები, რომლებიც ჯერჯერობით მზად არიან ყველანგან და ყოველთვის ყურმოჭრილი მონებივით დაემორჩილონ ხელისუფლებას.

მმართველი ძალის თავზეხელაღებულობა იქამდე მივიდა, რომ მანტიამოსხმულ ბოროტმოქმედთა გადარჩენის მიზნით არ ერიდებათ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება. კამიკაძეები საშინელი ეპიდსიტუაციის ფონზე უარს ამბობენ 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე, რომლის ამოცანაც გახლდათ “საქართველოს მოსახლეობის კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში დახმარება”. ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღებას უნდა მოხმარებოდა, ამათმა კი უარი თქვეს, რადგან პირადად მათ არ სჭირდებათ ისე ძალიან !!!

სასაცილოა, ნათია თურნავას მსგავსი ღვთის პირიდან გადავარდნილი ადამიანების მტკიცება, რომ 75 მილიონიან დახმარებაზე უარის თქმით ვალების აღებას ერიდებიან. წლებია ვალების აღების მეტი არაფერი გაუკეთებიათ, მომავალშიც ვალების აღებით აპირებენ ფონს გასვლას და თურმე ამ ერთი 75 მილიონიანი დახმარების უკან მიგდებით სურთ საფინანსო პოლიტიკის ცვლილება. საფინანსო მდგომარეობის გამოსწორებას ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება სჭირდება და არა ერთ კონკრეტული მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა.

ხალხო, არ დაიჯეროთ ღარიბაშვილისა და კობახიძის ანტიკოლონიალისტური ბრძოლის შესაძლებლობა, გამორიცხულია !!! ეს არის ბრძოლა პირადი მოსამართლეებისათვის !!! სამსხვერპლოზე კი ჩვენ მიგვიტანეს !!!”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved