• რეკლამა
  • კონტაქტი
16:00, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისრაელი: 2308 შემთხვევა – 1 სიკვდილი; საქართველო: 1915 შემთხვევა – 78 სიკვდილი – რას გვასწავლის ისრაელის მაგალითი ვაქცინებზე?” – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
18:53 08-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ექიმი, არჩილ მარშანია:

რას გვასწავლის ისრაელის მაგალითი ვაქცინებზე?

როგორც იცით ისრაელის სამეცნიერო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ, პირველებმა ყველაზე სწრაფად და მოცულობითად ჩაატარეს ვაქცინაცია და გადაარჩინეს უამრავი სიცოცხლე.

პანდემიის მომენტში ისრაელი ფაქტიურად დიდი ზომის ლაბორატორიად იქცა ვაქცინების ეფექტურობის შესწავლისთვის.

მოდი განვიხილოთ რა გაკვეთილები მივიღეთ ისრაელიდან და გადავხედოთ ფაქტებს:

ისრაელში ამჟამად (28.08.2021) სრულად აცრილია მოსახლეობის 62.22%;

დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა 7 ივლისს და გახდა დომინანტური;

დელტა ვარიანტის დომინაციის პერიოდში ვაქცინამ აჩვენა უფრო დაბალი ეფექტურობა, თუმცა მძიმე გართულებებს კვლავ მაღარ პროცენტში იცავს:

ჰოსპიტალიზაციის პრევენცია 88%, მძიმე გართულებების პრევენცია 91%, ინფიცირების პრევენცია 39%;

დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში ისრაელმა დაიწყო ბუსტერის (მესამე დოზის ადმინისტრირება) პირველ რიგში რისკ-ჯგუფებში, მესამე დოზა გაიკეთა 2 მილიონმა ადამიანმა(29.08.2021) და აჩვენა მაღალი ეფექტურობა დელტა შტამის წინააღმდეგ;

ვაქცინაცია დაიწყო 2020 წლის 19 დეკემბერს.

დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ ( https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1952991794851179&id=100004211322654&sfnsn=mo ) თუმცა პიკური მაჩვენებლები რომ ავიღოთ:

2020 წლის 18 სექტემბერს დაიწყო ლოქდაუნი, 21დან 28 სექტემბრამდე (ერთ კვირაში), დაფიქსირდა 36 055 შემთხვევა და 241 სიკვდილი (0,66%);

2021 წლის 4დან 11 იანვრამდე (ერთ კვირაში), მოსახლეობის 5.16% იყო სრულად ვაქცინირებული, დაფიქსირდა 58 231 შემთხვევა და 341 სიკვდილი ( 0,58%);

2021 წლის აპრილიდან ივნისამდე შემთხვევების სწრაფი გავრცელება პრაქტიკულად შეჩერდა, სულ რამდნეიმე ასეული იყო კვირაში და ერთეული ადამიანები კვდებოდნენ;

2021 წლის 7 ივლისს დაფიქსირდა დელტა შტამი და შემთხვევებმა ისევ იმატა, 9დან 16 აგვისტომდე (ერთ კვირაში), მოსახლეობის 61,7% იყო სრულად ვაქცინირებული, დაფიქსირდა 52 235 შემთხვევა და 154 სიკვდილი (0,29%).

როგორც ხედავთ (სურათზეც) შემთხვევების ზრდის და უფრო აგრესიული შტამის გავრცელების მიუხედავად, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის დროს/შემდეგ სიკვდილიანობა დრამატულად შემცირდა.

გასათვალისწინებელია რომ კოვიდის მძიმე გართულებები 60 წლის ზემოთ პოპულაციაში 9ჯერ უფრო მეტია არავაქცინირებულებში, ვიდრე ვაქცინირებულებში.

60 წელზე ახალგაზრდებში მძიმე გართულებები 2ჯერ უფრო მეტია არავაქცინირებულებში ვაქცინირებულებთან შედარებით.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს აქედან?

1 – ვაქცინების ეფექტურობა დროთა განმავლობაში სუსტდება, თუმცა მძიმე გართულებებისგან მაინც მაღალ პროცენტში იცავს;

2 – დელტა ვარიანტი არის უფრო აგრესიული და უფრო სწრაფად ვრცელდება;

3 – ვაქცინაციის შემდეგ როგორც მინიმუმ ორჯერ ნაკლები (რისკ-ჯგუფებში 9ჯერ) შანსი გაქვთ მძიმე გართულებების;

4 – დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოსახლეობის 60%-ს სრული ვაქცინაცია არ არის საკმარისი, ყველაფრის გახსნისთვის და ე.წ. ”ჯოგური იმუნიტეტისთვის”, ნიღაბი და დისტანცია ისევ საკმაოდ აქტუალურია, თუმცა ვაქცინაცია არის ძირითადი გასაღები ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვისთის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის, რაც წარმოადგენს კიდეც ძირიტად პრობლემას ამ პანდემიის დროს;

5 – მესამე ბუსტერის დოზა მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

კითხვაზე, დაგვჭირდება თუ არა ყოველ რამდენიმე თვეში ან გრიპის მსგავსად, ყოველ წელს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, პასუხი ჯერ კიდევ უცნობია.

რაც მთავარია, დღეს და ახლა, საგანგებო მდგომარეობაში, ყოველდღიური სიკვდილის გამოცხადებულ ქრონიკაში, როდესაც ადამიანები ეწიერბიან ამ ვირუსს, გვაქვს ხელმისაწვდომი ვაქცინა, რომელიც უსაფრთხოა და მაღალ პროცენტში გვიცავს მძიმე გართულებებისგან და არის ერთადერთი გამოსავალი.

30 აგვისტო 2021:

ისრაელი: 2308 შემთხვევა – 1 სიკვდილი;

საქართველო: 1915 შემთხვევა – 78 სიკვდილი.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

https://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-54134869

https://www.sciencemag.org/…/having-sars-cov-2-once…

https://covid19.who.int/region/euro/country/il

https://www.npr.org/…/highly-vaccinated-israel-is…

https://www.theguardian.com/…/why-is-covid-surging-in…

https://www.nytimes.com/…/covid-vaccinations-tracker.html

https://ourworldindata.org/covid-vaccinations?country=ISR

https://www.cnbc.com/…/delta-variant-pfizer-covid…

https://www.reuters.com/…/israel-offers-covid-19…/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გადის მრავალ კვლევას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კუთხით და შემდეგ მათ ყურადღებით აკვირდებიან.

წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved