ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე რეკომენდაციებზე საუბრობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მის შვილს ახალი ვირუსის რაიმე სიმპტომი აქვს.
„ყველა პედიატრიულ კლინიკას აქვს რეკომენდაცია, როგორ უნდა გამოავლინოს საეჭვო შემთხვევა. საეჭვო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ყველა კლინიკა უნდა დაუკავშირდეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ჩაატაროს სპეციალური გამოკვლევა საბოლოო პასუხისთვის. პასუხის მიღების შემდეგ პაციენტი უნდა გაიგზავნოს ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარდება.
რაც შეეხება ბავშვების ინფიცირების შემთხვევებს, დაინფიცირებული პაციენტების მხოლოდ 2 პროცენტია 20 წელზე ქვემოთ, ხოლო ბავშვების შემთხვევაში, უფრო ნაკლებია დაინფიცირების შემთხვევები“
კომენტარები