“ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და ბათუმის მერი კორუფციაში დაადანაშაულეს.
ისინი აცხადებენ, რომ ბათუმში 50 მიწისქვეშა ბუნკერია და გამართულად არც ერთი არ ფუნქციონირებს, მათ მოსაწყობად კი 100 ათას ლარამდეა დახარჯული
ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე დამსვნებლებს გაუმართავი ინფრასტრუქტურა დახვდათ და ქართული ოცნება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და კორუფციაზე ფიქრობს.
კომენტარები