• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილმა გვამების, წამების, წართმეული ქონების საქართველო შექმნა… ქონების დასაბრუნებლად 22 000 – ზე მეტი საჩივარი დაიწერა” – თამთა მეგრელიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:10 08-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

თამთა მეგრელიშვილი, წერს:

“მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლებას მოწყურებული საქართველოსაგან გვამების, წამების, წართმეული ქონების საქართველო შექმნა სადაც, ბიზნესმენები ციხისა და სიკვდილის შიშით სახელმწიფოს ჩუქნიდნენ თავიანთ აქტივებსა და ბიზნესს, სადაც ბიზნესმენებს აიძულებდნენ არაადეკვატურად მაღალ ფასად ეყიდათ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული იაფფასიანი ქონება და დაშინების გზით მერე ისევ სახელმწიფოსათვის დაებრუნებინათ.

( მაგ: დაპატიმრებული იქნენ ისეთი ბიზნესმენები, როგორიცაა “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელი, “ელიტ ელექტრონიქსის” ყოფილი მფლობელი, “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელი და სხვები).

ნაციონალური მოძრაობის” ბიზნეს რეკეტის ანატომია ძალიან მძიმეა!
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ მიერ წართმეული ქონების დასაბრუნებლად 22 000 – ზე მეტი საჩივარი დაიწერა და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია.
ოპოზიციაში აღმოჩენის დღიდან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ შოკურ თერაპიას ხმარდება ნაძარცვი ფული.
“ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე შავი ფულით, შავი ბუღალტერიითაა წარმოდგენილი.ამის ერთ – ერთი მარტივი მაგალითია საკმაოდ დიდი თანხის, პარტიის ერთ -ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის სახლში გადამალვა.
ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შავი პოლიტიკის ყოველდღიურობაა და შეუმჩნეველიც დარჩებოდა რომ არა შავი ფულის უეცარი დანაკლისი.
სავარაუდოდ შავი ფულის „სამალავიდან“ ფული არამიზნობრივად ანუ არა დესტრუქციული პოლიტიკისთვის არამედ პირადი საჭიროებისთვის პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის შვილმა აიღო.
„ციხე შიგნიდან ტყდება“, ქვეყნის ბიუჯეტისა და ხალხის ძარცვიდან ახლა ერთმანეთის ძარცვაზე გადასულ დესტრუქციულ ძალას მყარი პოლიტიკური მომავალი არ ააქვს.
შესასწავლია შავი, აღურიცხავი თანხების წარმომავლობა რადგან ეს,ის თანხებია, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციის სცენარსა და მონაწილეთა „შავ ხმაურს“ ხმარდება. “

შეგახსენებთ, გავრცელებულ ინფორმაციას ფულთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძე კატეგორიულად უარჰყოფს და იდიოტიზმს უწოდებს

თეგები: თამთა მეგრელიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved