მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს შესაძლოა, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდეს. “ტვ პირველის” ინფორმაციით, მედიკოსები ზურაბ ზვიადაურს დღეს ეტყვიან, როდის გადაიყვანენ კლინიკაში.
ზვიადაური მატროსოვის ციხეში ცოტა ხნის წინ მოინახულა ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ. უფლებადამცველი “პირველებთან” ადასტურებს, რომ ოპერაციის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა, ველოდებით ექიმების დასკვნას, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება, ამის შემდეგ გადაწყდება მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი “- განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ
ადვოკატის თქმით, ბრალდებულს ხერხემალზე აქვს პრობლემა და დაპატიმრებამდე სულ სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული.
კომენტარები