• რეკლამა
  • კონტაქტი
13:29, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დახვრიტა ოჯახის თვალწინ თალიბანმა ავღანელი მომღერალი? – წესები, რომელსაც დაჯგუფება ქვეყანაში აკანონებს

ალია ავტორი - ალია
00:24 08-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ახალი დირექტივები და მითითებები, რომელსაც რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში ეტაპობრივად აკანონებს. ამიერიდან, ბანკები კლიენტებს კვირაში მხოლოდ 200 დოლარის გამოყენების უფლებას მისცემენ. ოფიციალურ მიზეზად ფინანსური კრიზისი სახელდება, რეალურად კი “თალიბანი” ავღანელების გადინების შეჩერებას ცდილობს. უკვე რამდენიმე დღეა, შეფერხებით მუშაობენ მაღაზიები.

კიდევ ერთი სიახლე განათლების სისტემის რეფორმებს უკავშირდება. კერძოდ, ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგოები ერთად აღარ ისწავლიან და განათლების მიღებას ერთმანეთისგან იზოლირებულად გააგრძელებენ.

გვიან ღამით ამერიკული დრონების წერტილოვანი დარტყმის შედეგად პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს ტერორისტული ორგანიზაციის ორი ლიდერი დაიღუპა, დაშავდა ერთი. ეს იყო ჯო ბაიდენის პასუხი ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აქტზე, რომელმაც 170 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის იყო 13 ამერიკელი სამხედრო.

შტატების ოპერაციას აკრიტიკებს “თალიბანი”. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა განაცხადეს, რომ ეს იყო თავდასხმა ავღანეთის ტერიტორიაზე. თუმცა, ამის მიუხედავად მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს არ გაწყვიტონ მათთან დიპლომატიური ურთიერთობები. ეს იმ ფონზე, როცა თალიბანის ლიდერები ორ კვირაში ახალი მთავრობის წარდგენას გეგმავენ.

რადიკალური ორგანიზაციის წევრებმა ცნობილი ავღანელი მომღერალი, სახლიდან გამოიყვანეს და ოჯახის თვალწინ ჩაცხრილეს. მიზეზი – მის სიმღერებში “თალიბანისთვის” მიუღებელი მესიჯებია.

წყარო – რუსთავი2

თეგები: ავღანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved