• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავწმინდე სისხლის კვალი, რომელიც იატაკზე და კედელზე იყო” – რას ჰყვება „კანიბალიზმის საქმედ“ წოდებული შემზარავი დანაშაულის მონაწილე

ალია ავტორი - ალია
13:55 08-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
298

2016 წელს თბილისში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ და ამ დანაშაულის დეტალების გახმაურებამ მთელი საქართველო შეძრა. საქმე, რომელიც ე.წ. კანიბალიზმის საქმის სახელით არის ცნობილი, დღემდე შოკის მომგვრელია.დედის სადისტურად მკვლელობის ბრალდებით ირმა ყოჩიაშვილი, მისი მეგობარი ბექა შენგელია და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს.

მათი მსხვერპლი 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი იყო. დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი ხუთი წელია, სასჯელს ქალთა სააღმსრულებლო დაწესებულებაში იხდის. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ინტერვიუ, რომელიც ირმა ყოჩიაშვილი ციხიდან „კვირის პალიტრას“ მისცა. ის მომხდარზე, სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვება და ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება ძალით მიაცემინეს.

„საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი. მე დაზარალებული ვარ. სამართალდამცველების მხრიდან ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წამებით, ზეწოლით, ტერორით, არაადამიანური მოპყრობით მიიღეს მაშინ ჩემგან ის ჩვენება…

მე დავიწყებ საუბარს დაკავების დღიდან. 2016 წლის 3 ნოემბერს ხელბორკილები დამადეს და მითხრეს, დაპატიმრებული ხარ ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის გამოო. როდესაც მანქანაში ჩამსვეს, ჩემზე ხორციელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, რადგან ბრალდებას უარვყოფდი.

გვითხარი, როგორ მოკალით, როგორ დაანაწევრეთ გვამი და როგორ გამოიყენეთ ორგანოები, თორემ ცუდად წავა შენი საქმე, მაინც მოგაყოლებენ ყველაფერსო. მიმიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში. რამდენიმე თანამშრომელმა უფლება არ მომცა, რომ კანონით მონიჭებული დუმილის უფლებით მესარგებლა.

როდესაც ბრალს არ ვაღიარებდი, არაადამიანურად მექცეოდნენ და მაწამებდნენ. ხელითაც შემეხნენ, უმოწყალოდ მცემეს… მაგდა პაპიძემ არ აღიარა დანაშაული და შენც თუ არ აღიარებ, უვადოს მოგისჯიან, შენი შეყვარებული ბექა შენგელია ციხიდან კი არ გამოვა, გამოიტანენ, ჩაგათრევთ სარდაფში, რომელიც შენნაირებისთვის გვაქვს და საკუთარ თავს ვეღარ იცნობო.

სექსუალური ძალადობითაც მემუქრებოდნენ, გვითხარი, როგორ შეჭამეთ გულ-ღვიძლი, როგორ მოათავსეთ ქვაბში, როგორ მოაჭერით თავი, იმ ადგილასაც წაგვიყვან და გვანახებ ყველაფერს, იმასაც მოგვიყვები, სად მოისროლე მტკიცებულებებიო. არადა, შენგელია დაკავების დღიდანვე აღიარებდა, რომ მან მოკლა ლუბა ყოჩიაშვილი, მან დაანაწევრა გვამი და დაწვა.

მე მხოლოდ გავანადგურე ნივთები, რომ ანაბეჭდები არ დარჩენილიყო. შემდეგ დავალაგე სახლი, გავწმინდე სისხლის კვალი, რომელიც იატაკზე და კედელზე იყო. ამას ვაღიარებ, მაგრამ მე არ მომიკლავს, არ მომიკვეთავს მისთვის სხეულის არც ერთი ნაწილი. იმ ხერხსაც კი არ შევხებივარ, რითაც იყო დანაწევრებული, იმ დანასაც არ შევხებივარ, რომლითაც ლუბა ყოჩიაშვილი მოკლა ბექა შენგელიამ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, სისხლის კვალს ვწმენდდი სახლში, რასაც მამაჩემის ჩვენებაც ადასტურებს. სახლში რომ მოვიდა, ყველაფერი დალაგებული დახვდა, იატაკიც მოწმენდილი იყო.

სასამართლოზე, როდესაც პროკურორი მეც მადანაშაულებდა, შენგელია მას სიტყვას აწყვეტინებდა და ამბობდა, რომ მხოლოდ მან მოკლა, მან დაანაწევრა და დაწვა ცხედარი. ბექას პროტესტზე მოსამართლის რეაქცია იყო – შენ თუ არ დაწყნარდები, დატოვებ პროცესსო. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ განმისაზღვრეს ამხელა სასჯელი“, – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ირმა ყოჩიაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved