• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გიორგის თინა თოფურიას და სხვა ფსევდო ექიმების გვერდით დაყენება უბრალოდ უგუნურებაა” – მამუკა მაჩაიძე

ალია ავტორი - ალია
23:48 08-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

ექიმი, მამუკა მაჩაიძე:

“იმისთვის, რომ ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების მექანიზმი და შესაძლო ეფექტები და მასთან ასოცირებული გართულებები (ADE, VADE, VAERD) გავიგოთ რას ნიშნავს, მინიმუმ ბაზისური იმუნოლოგური ტერმინები უნდა გვესმოდეს (მაგალითად Fc, კომპლემენტი, კონფორმაციული ცვლილება, M1 და M2 მაკროფაგის აქტივაცია და კიდევ უამრავი სხვა), ასე რომ გიორგი კანდელაკის პოსტის გამზიერებლების 99%-ს წარმოდგენა არ აქვს რა შინაარსია პოსტში, არც აინტერესებთ, უბრალოდ იყნოსეს, რომ რაღაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო წერია და აზიარებენ ისეთივე სიხარულით, როგორც ვაქცინაციის შემდგომ კოვიდით გარდაცვლილების ისტორიებს. აქვე ვიტყვი, რომ გიორგის თინა თოფურიას და სხვა ფსევდო ექიმების გვერდით დაყენება უბრალოდ უგუნურებაა, ისევე როგორც მისი რუსულ პროექტად გამოცხადება, ხანდახან ადამიანი ავრცელებს იმ თეორიას, რისაც მართლა სჯერა და დიახ, ხანდახან ამისთვის ყველაზე ცუდ დროს არჩევს, ხოდა ვიმსჯელოთ საჯაროდ.

ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების (ADE) თემა 1 წლის წინ იყო ყველაზე აქტუალური (2020-ს ზაფხულში ბევრი სტატია დაიბეჭდა ამ პოტენციურ რისკზე) და აქტიურად განიხილებოდა სამეცნიერო წრეებში ვაქცინის შექმნის დღიდან; როდესაც ნებისმიერი ვაქცინის გამოცდა ხდება უსაფრთხოებისთვის, ADE-ს რისკი არის ერთერთი ის კითხვა, რომელსაც მწარმოებელმაც და საბოლოოდ მარეგულირებელმაც პასუხი უნდა გასცეს, სანამ ის ფართი მასებამდე მივა. შევეცდები მარტივად ავხსნა:

როდესაც შეგეყრება ვირუსის ერთი ვარიანტი/შტამი, მის საპასუხოდ ანტისხეულებს გამოიმუშავებ, შემდეგ შეგეყრება იგივე ვირუსის ახალი ვარიანტი და ანტისხეული ვირუსს მხოლოდ ებმის, მაგრამ არ ანეიტრალებს, ვირუსი მას იყენებს მტარებლად, როგორც „ტროას ცხენს“, შედეგად შედის ბევრ უჯრედში, უფრო მეტად მრავლდება და/ან უფრო ძლიერ ანთებით პასუხს (ციტოკინურ შტორმს) რთავს, ესაა მარტივად ADE, მაგრამ ეს ვირუსს შეუძლია გააკეთოს მინიმუმ 5 სხვადასხვა გზით, რაც აღწერილია სხვადასხვა ვირუსებზე წარსულში (დენგე, რსვ, აივ, სარსი, მერსი..).

რადგანაც მსგავსი რისკი წარსულში ბევრჯერ დაფიქსირდა სხვადასხვა ვაქცინების გამოკვლევებისას, ყველა ცხოველური კვლევის მოდელი ზუსტად ისეა აწყობილი, რომ ADE-ს სიგნალი ადრევე დაიჭიროს (ანუ ცხოველებს აინფიცირებენ ჯერ ერთი შტამით, მერე მეორეთი და ზომავენ სხვადასხვა ტიპის ანტისხეულების ტიტრს; ან ცრიან და შემდეგ აინფიცირებენ), რასაც მოწმობს ის ისტორიული ფაქტები, რომ ვაქცინების კვლევები შეჩერდა ებოლას, აივ-ის, სარსის, მერსის და წითელას ერთერთი ვაქცინის ადრეული კვლევების დროს, მათ შორის სწორედ ამ მიზეზით.

უფრო მეტიც, როდესაც სარს-კოვ-2-ს კანდიდატ ვაქცინების კვლევები დაიწყო, ერთ-ერთი ვირუსის სამიზნე ნაწილი (ანუ სპაიკ ცილის მაგივრად) ე.წ ნუკლეოპროტეინი იყო, რომელმაც ADE-ს სიგნალი აჩვენა და ამ მიმართულებით კვლევები მაშინვე გაჩერდა, ანუ მეცნიერებმა ერთ დღეს კი არ გაიღვიძეს და თქვეს, რომ სპაიკ ცილა კარგი სამიზნე იყო, არამედ მივიდნენ აქამდე, როგოც იმუნოგენურობის და უსაფრთხოების ყველაზე სასარგებლო პროფილის მქონე სამიზნე ცილამდე.

უნდა იცოდეთ, რომ ADE-ს განვითარებას საერთოდ!! არ ჭირდება ვაქცინა, ანუ სანამ ვაქცინები ჯერ ჩანასახოვან ფაზაში იყო, ვირუსი ჩინეთიდან იტალიამდე უკვე აქტიურად მუტირებდა, ანუ ADE-ს განვითარების წინაპირობა უკვე შექმნილი იყო რადგან ბევრი შტამი ცირკულირებდა, რისი ნიშნებიც არ გამოვლენილა.

კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების არცერთმა კვლევამ ცხოველებში (თაგვებში, მაკაკებში) ADE-ს არცერთი შემთხვევა არ გამოავლინა; რაც მთავარია, უკვე გვყავს მილიარდობით აცრილი, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ახალი შტამით დაინფიცირდა; ADE არ არის მიოკარდიტის მსუბუქი შემთხვევა და ამიტომ ვერ დაიმალება, სიგნალს ამხელა პოპულაციაში აუცილებლად დაინახავ, კერძოდ მასიური ციტოკინური შტორმით სიკვდილობა დაფიქსირდება, რაც არსად არ მომხდარა. აქ კი პირიქით ვხედავთ, სიკვდილობასთან ერთად, მასიურად შემცირდა დაავადების მძიმე ფორმები და ჰოსპიტალიზაცია. ის რომ ვაქცინების ეფექტურობა დელტა შტამის მიმართ იკლებს და ვერ ვხედავთ სიკვდილობის მასიურ ზრდას, ეს ზუსტად ADE-ს საწინააღმეგო არგუმენტია და არა პირიქით.

თუ პირადი მაგალითი ვინმესთვის რამეს ნიშნავს, მე ავიცერი 2020 წლის დეკემბერში, მაშინ ეს თემა უფრო აქტუალური იყო, ამდენი დროის გასვლის და მილიარდობით ადამიანის აცრის შემდგომ, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია..

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1201971220307311
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3187504/
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7749790/
https://science.sciencemag.org/content/368/6494/945?fbclid=IwAR0BIDm74Kn3bbcX5MP5eLG_zn0kjkP23dSUB0SU-eNY7LKSyaloF7d6L-E”

თეგები: ინფექციონისტი გიორგი კანდელაკიმამუკა მაჩაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved