• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოთარ დანელია – ნოქალაქევის რეაბილიტაციის პროექტი ამიერკავკასიაში უპრეცედენტოა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება

ალია ავტორი - ალია
00:55 08-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დანელიამ, სენაკში ,,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატის ვახტანგ გადელიას წარდგენაზე განსაკუთრებული ყურადღება ნოქალაქევის ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროექტზე გაამახვილა.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა,  ნოქალაქევის რებილიტაციის პროექტი ამიერკავკასიაში უპრეცედენტოა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება
,,ჩვენთვის და ბევრი ჩვენგანისთვის ეს პროექტი იყო ყოველთვის სიმბოლური და გადაჭარბებული არ იქნება  თუ ხაზს გავუსვამ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობას და ,,ფონდ ქართუს’’ ფინანსურ მხარდაჭერას ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში. ეს გახლავთ ამიერკავკასიაში უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორც მისი კონსერვაციის, ასევე მისი რეაბილიტაციის ნაწილში. ამ დროისთვის, მხოლოდ სამუშაოების მესამედია შესრულებული და წარმოიდგინეთ რა მასშტაბზეა საუბარი.
როგორც ბატონმა კახა კუჭავამ ბრძანა, ეს იქნება  ეკოტურიზმის, აგროტურიზმის ნაწილში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული დანიშნულების ადგილი. ამიტომ მას აქვს, არა მხოლოდ ისტორიული, არამედ ტურისტული დატვირთვაც,  მაგრამ ამ ადგილის ყველაზე დიდი, დიადი და  მნიშვნელოვანი დატვირთვაა  საქართველოს გაერთიანება, რომელიც თავის დროზე მოახერხა გურჯმა. სწორედ, ნოქალაქევი გახლავთ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო ისევე,  როგორც სამეგრელოა საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ სამეგრელოში დევს აფხაზეთის გასაღები და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს“ – განახადა ოთარ დანელიამ.
მისი თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული ურთიერთობა, ის სწორი მიმართულება, რომელიც მოიტანა ,,ქართული ოცნების’’ პრაგმატულმა პოლიტიკამ.  
„მინდა შევეხო არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ზავის დადებას –  ფასილიტატორის როლის მორგებას. როდესაც ქვეყანა ასეთ სტატუს იღებს ეს არ არის ერთი, ან ორი ქვეყნის გადაწყვეტის საკითხი, ეს არის მაღალი ნდობის, მაღალი დელეგირების შედეგად მიღებული მანდატი და დიდი მადლობა ბატონო პრემიერო ამისთვის. მინდა ჩვენს კანდიდატს წარმატებები ვუსურვო. თუ თითოეულ ჩვენგანს გვექნება რაიმე რესურსი, რომ ამ მუნიციპალიტეტისთვის და ქალაქის განვითარებისთვის  გავაკეთოთ, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ’’- განაცხადა ოთარ დანელიამ.

თეგები: ოთარ დანელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved