• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდაჭერით ძალიან მალე სრულად აღვადგენთ ნოქალაქევს, ფონდმა “ქართუმ” 10 მილიონი ლარი დახარჯა და სენაკს დაუბრუნა ისტორიული თეატრი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:52 08-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, მაქსიმალურად ვემზადებით არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ,  მერვე არჩევნებში ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვახტანგ გადელიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში  ასობით პროექტი დაფინანსდა.

„ჩვენ თქვენი დახმარებით, თქვენი გვერდში დგომით, შვიდ არჩევნებში  გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად.   ამ  გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, მოიტანა ჩვენს ქვეყანაში პროგრესი, განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. სენაკში არაერთი პროექტი დაფინანსდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, სკოლების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, აღდგენა, ახალი სკოლების აშენება, წყლის პროექტები, გაზიფიცირების  პროექტები, გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი.  რა თქმა უნდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება კიდევ უფრო მეტი, გაათმაგებული ტემპებით მუშაობა.  გვჭირდება ჩვენ 24-საათიანი მუხლჩაუხრელი შრომა.  იმისთვის, რომ ყველა ეს გამოწვევა, ყველა ეს პრობლემა, რომელი წლების განმავლობაში არის   დაგროვილი ჩვენს ქვეყანაში მოვაგვაროთ დროულად  და ეფექტიანად. დღეს აქ გვესწრებიან ჩვენი მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები და ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით  დიდ გუნდს, რომელსაც ჰქვია “ქართული ოცნება”.  რა თქმა უნდა, მე ასევე მინდა აღვნიშნო ეს უნიკალური ადგილი – ნოქალაქევი, რომელიც 2014 წელს დავიწყეთ ერთობლივად. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ “ქართუს” და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აღნიშნული პროექტის დაფინანსება დაიწყო სახელმწიფოსთან ერთად, უკვე 16 მილიონი ლარია დახარჯული და ჩვენ ძალიან მალე  სრულად აღვადგენთ   ამ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს. ამას გარდა, არ შემიძლია არ აღვნიშნო სენაკის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაციაში ფონდმა “ქართუმ”  10 მილიონი ლარი დახარჯა და სენაკს დაუბრუნა ისტორიული თეატრი. ეს და სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დაფინანსდა და მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და სიკეთეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved