• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მითები და რეალობა ახალი შტამის “იოტას” შესახებ

ალია ავტორი - ალია
14:04 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ნიუ -იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მეილმენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელთა ერთობლივი სტატიის პრეპრინტზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიასაშუალება იოტა შტამის შესახებ აქტიურად წერს.

პუბლიკაციაში ნიუ- იორკში კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის გავრცელების მოდელირების შედეგებია აღწერილი. სტატიაში მოცემული მონაცემები ქალაქის 50 -ზე მეტ საავადმყოფოში განთავსებულ ინფიცირებულ ადამიანებზე დაკვირვებას ეყრდნობა.

კვლევის მიხედვით:


–    ფართოდ  ვერცერთ ქვეყანაში ვერ გავრცელდა და აშშ-ში თითქმის გაქრა;
–    ვირუსის “საშიშ ვარიანტად” არ ითვლება;
–    მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხანდაზმულებს შორის, კვლევის ავტორების აზრით, უფრო დაბალია, ვიდრე – ალფა ვარიანტისა (ადრე მას “ბრიტანულს” უწოდებდნენ).

ეს არის ვირუსის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტის ჯგუფი, რომელსაც S- ცილის მსგავსი მუტაცია ახასიათებს. პირველად, ვირუსის ერთ -ერთი ასეთი ვერსია 2020 წლის ნოემბერში ნიუ-იორკში აღმოაჩინეს. ზამთრის შუა რიცხვებში ის  ქალაქის რამდენიმე რაიონში გავრცელდა და  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) „ინტერესის გამომწვევი ვარიანტების“ სიაშია შეტანილი. ეს ჩამონათვალი მოიცავს შტამებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ დამატებით კვლევას მოითხოვს. თეორიულად, ესა თუ ის შტამი შეიძლება „დაწინაურდეს“ და „შეშფოთების გამომწვევი ვარიანტების“ სიაში შევიდეს. ამ ჩამონათვალში იოტა ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხვდა. 


2021 წლის გაზაფხულზე ნიუ -იორკსა და მეზობელ შტატებში იოტამ ალფა ვარიანტთან (რომელსაც ადრე “ბრიტანულს” უწოდებდნენ) პირველობა დაკარგა. შესაბამისად, აპრილში ალფას წილი გაიზარდა, იოტასი კი შემცირდა.
ალფა და იოტა შტამებს მსგავსი ეპიდემიოლოგიური მახასიათებლები აქვთ. 2020 წლის ვერსიებთან შედარებით, ორივე მათგანი უფრო გადამდებია.


გაზაფხულის შუა რიცხვებში, ალფა და იოტა აშშ-ში კიდევ უფრო გადამდებმა დელტა შტამმა ჩაანაცვლა. ეს აშკარად ჩანს GISAID-ის ვირუსების ვარიანტების მონაცემთა გლობალურ ბაზაში. ამ დროისთვის აშშ-ში იოტა ახლა კორონავირუსის წაკითხული გენომების 0.1% -ს შეადგენს. GISAID-ის თანახმად, ამ ვარიანტის შედარებით მაღალი წილი ფიქსირდება მხოლოდ ლათინურ ამერიკაში (კერძოდ, ეკვადორში – 14,3% იმ გენომებს შორის, რომლებიც ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში განისაზღვრა). თუმცა იქაც კი იოტა შტამის წილი მცირდება და კონტინენტზე ახლად გავრცელებული დელტათი ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება. 


როგორც გამოქვეყნებული მოდელი გვიჩვენებს, იოტა ზრდის სიკვდილიანობის მაჩვენებელს ხანდაზმულებში 60-82% -ით (ასაკის მიხედვით), მაგრამ არა – ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში. ამავდროულად, კვლევის თანახმად, იოტა ნაკლებად ლეტალურია, ვიდრე – ალფა. მეცნიერებმა ანალოგიური პარალელი სხვა შტამებთან ვერ გაავლეს, რადგან ისინი არ იყო გავრცელებული ნიუ-იორკში ნოემბერ-აპრილში, როდესაც კვლევისთვის საჭირო მონაცემები შეგროვდა. 

მკვლევრები ვერ ხსნიან, თუ რატომ ზრდის იოტა სიკვდილიანობას მხოლოდ ხანდაზმულებში, ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებში კი – არა. მეცნიერები მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ყოველივე ამის მიზეზი ლეტალობის შესახებ არასაკმარისი მონაცემებია – 45 წლამდე ასაკის ადამიანებში სიკვდილიანობა ძალიან მცირე იყო იმისთვის, რომ მოდელმა პირველი და მეორე ტალღის შტამებს შორი განსხვავება აჩვენოს.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved