• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ოპოზიციას მინდა ვკითხო: “სად დადიოდით? ვის ხვდებოდით? რაზე ელაპარაკებოდით? სად ხართ? ვაი, თქვენ პატრონს” – ინგა გრიგოლია

ალია ავტორი - ალია
18:57 08-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ინგა გრიგოლია, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:

“5 ივლისმა რაღაც შეცვალა ჩემ ცხოვრებაში და აღარც მაქვს სურვილი, ვინმეს რამე ვაპატიო, რაღაცნაირი ლოიალობა… არა, პასუხი უნდა აგოს ყველამ.

ქუჩაში დადიან? ხელისუფლება რომ ჰქვია, ცხრა ათასი დაცვა რომ დაჰყვებათ, ქუჩაში დადიან? მე დავდივარ, მაღაზიაშიც დავდივარ, ბაზარშიც, ქუჩაშიც, გაიარონ რა ქუჩაში… მე ამ ადამიანების უმეტესობას ვიცნობ, მათი ნახევარზე მეტი ამხანაგიც იყო ჩემი, მაგრამ 5 ივლისის მერე გაცამტვერდა ყველაფერი. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, ხალხი რას ფიქრობს, გაინტერესებთ? გაიარეთ ქუჩაში.”

ინგა გრიგოლიამ ისაუბრა იმაზეც, რომ თავდამსხმელების გამოშვება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ნიშანი მისცა, შეუძლიათ სცემონ ჟურნალისტები, დაასისხლიანონ, მოკლან და მათ არავინ დასჯის. გარდა ამისან, მან აღნიშნა ისიც, რომ ვახო სანაიას თუ რამე საფრთხე დაემუქრება, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

და ბოლოს ინგა გრიგოლიამ ოპოზიციასაც მიმართა:

“მედია აღმოჩნდა, ყველაზე შეკრული ჯგუფი ამ ქვეყანაში და ყველაზე გაუტეხელი.

პოლიტიკოსებს, ოპოზიციას მინდა ვკითხო. დიდი ბოდიში მეგობრებო, დღეს რომ სასამართლომ სამი თავდამსხმელი გამოუშვა, სად იყავით? სად დადიოდით? ვის ხვდებოდით? რაზე ელაპარაკებოდით? მე და ვახოს არც ერთი პოლიტიკოსის მხარდამჭერა არ გვჭირდება, მართლა სად იყავით, მაინტერესებს. კარგი, არ იცოდით, მერე რომ გაიგეთ, სად ხართ? განცხადება განცხადებაზე რატომ არ კეთდება? სად ხართ? მართლა ბილიკებზე და ტრანსპორტზე სალაპარაკოდ გადიხართ ამ არჩევნებზე?

ვაი, თქვენ პატრონს, აი, ეს მინდა რომ გითხრათ.”

თეგები: ინგა გრიგოლია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved