• რეკლამა
  • კონტაქტი
09:13, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციის პასუხი ხელისუფლებას – “არათუ გადასადები არ არის არჩევნები, მალევეა გამარჯვება მოსაპოვებელი”

ალია ავტორი - ალია
16:29 08-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ბრიფინგს “ქართულ ოცნებაში”, სადაც მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნების გადადების შესახებ ოპოზიციის საუბარი მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთაა, ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია:

“არათუ გადასადები არ არის არჩევნები, ხალხო, მალევე არის გამარჯვება მოსაპოვებელი, რომ პროფესიონალები და კვალიფიციური ადამიანები მოვიდნენ და ყველაფერთან ერთად ეპიდემიაც მართონ. რომელ გადადებაზეა საუბარი. არც გვაინტერესებს სიმართლე რომ გითხრათ “ქართული ოცნება” რას საუბრობს, ალალად გეტყვით, ჩემი ინტერესის სფეროში საერთოდ არ შედის. 2 ოქტომბერს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ამ ადამიანებს”

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი:

“ხელისუფლება ვალდებულია სიტუაციის დასტაბილურება უზრუნველყოს და მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.”

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი:

“არჩევნების გადადება-არგადადების საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა ეპიდემიოლოგებმა უნდა დადონ, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. თუ უფრო მეტი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს და დაინფიცირდეს და ამ სიტუაციას ვერ ვუმკლავდებით, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს. თუ შესაძლებელია ჩატარდეს სტაბილურ გარემოში, მაშინ მე მომხრე ვარ არჩევნების ჩატარების, იმიტომ, რომ არჩევნების გადადება სხვა პოლიტიკურ რისკებთანაც არის დაკავშირებული”

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე:

“როდესაც ქვეყანა “ლამის სასაკლაოდაა ქცეული”, ხელისუფლებამ ბრალმდებელი განცხადებების ნაცვლად საზოგადოება უნდა დაამშვიდოს და აღნიშნულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.”

თეგები: ნათია მეზვრიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved