• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოვიდი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, რატომ უნდა გადადოს არჩევნები, როდესაც, მოგება გარანტირებული აქვს?” – ვახტანგ ძაბირაძე

ალია ავტორი - ალია
17:05 08-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე GTmedia-სთან ამბობს:

“რაც შეეხება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთი რთული იქნება, რა თქმა უნდა, სჯობს არჩევნები გადაიდოს. ზოგადად ასეთი რთული ვითარების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, სრული ლოქდაუნი თუ არა, საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები უნდა დაწესდეს. მაგრამ ხელისუფლება არ თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭიროა.

თუმცა, არჩევნები ისე ვერ გადაიდება, ყველაფერი რომ ღია დარჩეს. გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოცხადდება. ჯერ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, შემდეგ აქედან გამომდინარე გადაიდება არჩევნები. ამ პროცესის გადადება სხვაგვარად ვერ მოხდება, თუ მსგავსი მდგომარეობა არ გამოცხადდა, რადგან ასეა კონსტიტუციაში განსაზღვრული.

არჩევნების გადადება მთავრობისთვის მომგებიანი არ იქნება. იმიტომ, რომ ამაზე უკეთესი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარება, რაც დღეს არის, სავარაუდოდ აღარ ექნებათ. რაც შეეხება ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არჩევნების გადადება ოპოზიციისთვის მომგებიანია. გამომდინარე იქედან, რომ ოპოზიციამ მაინცდამაინც ჩამოყალიბება ვერ მოახერხა, მას გარკვეული დრო სჭირდება, რომ რეაბილიტაცია შეძლოს და საარჩევნო მარათონიც უფრო დამაჯერებლად გაიაროს და არჩევნებს უფრო მომზადებული შეხვდეს. ამიტომ, ამ შემთხვევაში ინტერესები არის გაყოფილი. ოპოზიციამ არჩევნების მომზადება ვერ მოასწრო ისე,როგორც მას სურდა. ამიტომ, ამ შემთხვევაში ინტერესები არის გაყოფილი,.

დღეს თუ ქუჩაში გახვალთ, მიხვდებით, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ არის ნეიტრალური. არაა მოლოდინი, რომ ეს არჩევნები რაღაცას კარდინალურად შეცვლის. ამასთან, ხელისუფლებას აქვს გარკვეული პოზიციები. თუ არჩევნებზე ცოტა ხალხი მივა, ხელისუფლება უზრუნველყოფს საკუთარი ამომრჩევლის მიყვანას. ეს კოვიდი დღეს ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ამიტომ, რატომ უნდა გადადოს არჩევნები, როდესაც, ფაქტობრივად, მოგება გარანტირებული აქვს?

თუ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ აქციებს დაგეგმავს, ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არც დასჭირდება, რადგან დღეს საზოგადოებაში არ არის იმის განწყობა, რომ ქუჩის პროტესტმა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს.” 

თეგები: ვახტანგ ძაბირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved