• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს მართავს

ალია ავტორი - ალია
17:46 08-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის და მერობის კანდიდატები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი უკვე შეხვდა  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის, წეროვნის, ჩარდახის, გოროვნის, ციხისძირის, ქსნის, ძეგვისა და ნიჩბისის მოსახლეობას. როგორც თავად კანდიდატი აცხადებს, შეხვედრები თბილ და უშუალო გარემოში იმართება.

დიმიტრი ზურაბიშვილი, ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ამბობს:

„მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში 2012 წლიდან დღემდე  ხელისუფლების მიერ ბევრი რამ გაკეთდა, მოსახლეობისგან ასეთ კეთილგანწყობას მაინც არ ველოდი, რადგან პრობლემები კიდევ ბევრია. ხალხი თავად გვახსენებს, თუ რა გაკეთდა თავიანთ სოფლებში და ამასთანავე, არსებულ პრობლემებზეც გვესაუბრება. ყველა შეხვედრაზე მათთან ერთად ვინიშნავ საკითხებს, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად განვიხილავ და პასუხებს, თუ რის გაკეთებას შევძლებთ მომდევნო 4 წელიწადში, არჩევნებამდე თავად მივაწვდი. მთავარია, ყველა პრობლემას ერთად ვიხილავთ, პრიორიტეტების მიხედვით ვალაგებთ და  განხორციელების გზებსაც ერთად ვსახავთ. მცხეთის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრობლემა ისევ სასმელი წყალი და სარწყავი არხები რჩება. რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს: სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ამბულატორიებს, კულტურის სახლებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ მოედნებს თუ სპორტულ დარბაზებს, სკვერებს, შიდა საუბნო გზებს, გარე განათებებს თუ სხვას, ამ მხრივ ქალაქ მცხეთაში და მცხეთის სოფლებში  ბევრია გაკეთებული, თუმცა, ხალხს კიდევ მეტის გაკეთება სურს და ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ  მათ თხოვნებს.

ქალაქ მცხეთაში ყველაზე დიდი პრობლემა არის ქალაქის განაშენიანების გეგმის არარსებობა. ქალაქს არ ეძლევა განვითარების საშუალება, მცხეთელები ვერ ახერხებენ სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას. ეს არის ყველა მცხეთელის უდიდესი სატკივარი  და ვპირდები მათ, ამ პრობლემის მოგვარება ჩემი  პირადი ღირსების საკითხი  იქნება.

ერთობა – ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ამომრჩევლისადმი, ერთად ყველაფერს შევძლებთ! „ქართულ ოცნებას“ მცხეთაში წარდგენილი ჰყავს უძლიერესი  მაჟორიტარობის კანდიდატები, რომელთა მიმართ სიყვარული და პატივისცემა ხალხისგან თვალშისაცემია. ამ უძლიერეს გუნდთან ერთად, რათქმაუნდა, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ.  თუმცა, ჩვენი ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებით არ დამთავრდება. ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი, რასაც აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე – მცხეთის მუნიციპალიტეტის სრულ განვითარებამდე“.

თეგები: დიმიტრი ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved