• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, ოთხშაბათი, 3 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზურა განადგურებულია, მას გადაადგილებაც კი ძალიან უჭირს“

ალია ავტორი - ალია
12:07 08-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

წინანდალში, 16 აგვისტოს დატრიალებული ტრაგედიის ირგვლივ, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური და კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, არაერთი ვერსია გაჟღერდა. ყველაზე გავრცელებულ ვერსიად განიხილებოდა, ორ დაჯგუფებას შორის  ბიზნესწილების გადანაწილების თეორია.

აღნიშნულ ინფორმაციას, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, ტარიელ მურმანიშვილი კატეგორიულად უარყოფს. ის for.ge-თან დეტალურად აღწერს თუ რა მოხდა 16 აგვისტოს საღამოს, რა უძღოდა ტრაგედიას წინ და მოხდება თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლება.

ბატონო ტარიელ, 16 აგვისტოს დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, მათ შორის ისიც, რომ თითქოს ბიზნეს წილები ვერ გაიყვეს ზვიადაურებმა და მეორე მხარემ. თქვენ ზურას ადვოკატი ბრძანდებით და ალბათ, დეტალურად იცით რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი?

– გვრცელებული ინფორმაცია, რომ ბიზნესწილების გარჩევა მოხდა, ტყუილია. იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, მშენებლობა მიმდინარეობდა და ამ ობიექტს ორი ბრიგადა ემსახურებოდა. ერთი აშენებდა, მეორე – ლესავდა. სამშენებლო წარმოებას ვინც აწარმოებდა, მას ლამინირებული მასალები ჰქონდა, რომელიც ლესვის კომპანიამ გამოიყენა ცემენტის მოსაზელად. სამშენებლო წარმოების უფროსი იყო ზურაბ მაისურაძე (ზვიადაურის მხარე) და უთხრა, რომ ეს ძვირადღირებული ლამინატია და ნუ აფუჭებთ, გარეცხეთ და თავის ადგილას დადეთო. მაისურაძის ნათქვამზე ზედამხედველი ვახტანგ კვანტალიანსა და მას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა. ამ შელაპარაკების დროს იცემა მაისურაძე და მისი მეგობარი ჯაბა ჯანგირაშვილი (ორივე ზვიად ზვიადაურის მეგობრები). ამის შემდეგ, შეხვედრა საღამოს დაიგეგმა. ჯაბა ჯანგირაშვილმა დასახმარებლად ზვიად ზვიადაურს დაურეკა. ზვიადიც გაჰყვა. ეს ინფორმაცია ზურას მიაწოდეს, რომ ჩხუბია, სადაც ზვიადიც წავიდა და რამე შარში არ გაეხვიოსო. ზურამ ძმას დაურეკა, თუმცა მან არ უპასუხა, რის შემდეგ ზვიადის მეგობრებს დაურეკა და ადგილზე მივიდა. ზურას მისვლის მოტივი იყო ის, რომ ზვიადისთვის ხელი მოეკიდა და წამოეყვანა, რათა შარში არ გახვეულიყო.

ზურა ადგილზე როდესაც მივიდა, ზვიადი უკვე ნაცემი იყო?

– ზვიადი თავიდან ჩხუბში არ ჩარეულა, რადგან როდესაც ის მივიდა, უკვე, ადგილზე ორივე მხრიდან ბევრი ადამიანი დახვდა. ზვიადის მალევე უკან ზურაც მიჰყვა. ზურას მისვლიდან ერთ წუთში, მეორე მხრიდან ვიღაცებმა ყვირილი დაიწყეს – კონფლიქტში მონაწილე ვინც ხართ მხოლოდ ისინი გამოდითო, თორემ დანარჩენების სისხლი დაიღვრებაო. ამის თქმა იყო და ჩხუბიც დაიწყო. ზურა თავის ძმას დასდევდა, რათა გამოეყვანა, რადგან პრობლემა არ შექმნოდა. როგორც საქმის მასალებიდან გავარკვიე, ამ დროს ცოცხალაშვილმა ჰაერში გაისროლა. ორივე მხრიდან, ყველა მოწმე ამას ადასტურებს. ცოცხალაშვლის მიერ ჰაერში გასროლის შემდეგ, მეორე მხრიდან, აწ გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილი ავტომატურ ცეცხლს სასროლ იარაღს იღებს და დამიზნებით ისვრის მაისურაძის, ზვიადაურისა და მათი მომხრეების მიმართულებით. ამ სროლას მოჰყვა ის, რომ დაიჭრნენ ზვიად ზვიადაური და ცოცხალაშვილი. როგორც, ზურა მეუბნება, ტყვიამ ჩამიქროლა, ვიგრძენი კიდეც, რადგან ტყვიის წნევამ მაისური შეაქანაო და შემდეგ ის ტყვია ზვიადს მოხვდაო. ამის შემდეგ ზვიადი ვარდება ძირს და სისხლისგან იცლება, თან კენჭოშვილი სროლას არ წყვეტდა. ამ დროს ზურამ კუთვნილი ტებელური იარაღი ამოიღო და მოწინაარდეგე მხრის მიმართ სროლა განახორციელა. აუცილებელი მოგერიების გამო ისროლა. ეს არის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საქმის მასალებში დევს.

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, თუ საიდან ჰქონდა ნიკა კენჭოშვილს იარაღი? თქვენ თუ ფლობთ ამ ინფორმაციას?

– როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ნიკა კენჭოშვილს იარაღი გაფორმებული ჰქონდა და მანქანაში ედო. ის არ იყო თელაველი ან ადგილობრივი, კენჭოშვილი ჭიათურიდან იყო ჩასული. ჩვეულებრივად მეც მიჩნდება კითხვა, როდესაც სამშენებლო ობიექტზე მიდიხარ სამუშაოდ, რატომ ჰქონდა იარაღი თან?! როგორც მოწმეები ამბობენ, ნიკამ 20-25 ტყვია გაისროლა. 12 ტყვია ცოცხალაშვილს აქვს მოხვედრილი, 4 ტყვია კი ზვიად ზვიადაურს მოხვდა.

ცოცხალაშვილმა ვისი იარაღიდან გაისროლა?

– ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის იარაღიდან გაისრლა. ჯანგირაშვილს იარაღი ნაყიდი ჰქონდა და თან იმიტომ ჰქონდა, რომ მეორე დღეს სასროლეთზე უნდა გამოეცადა. ამ იარაღში სულ 5 ცალი ტყვია იდო.

ზურა ზვიადაური მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა და მან ადვოკატების მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ახლა რას მოიმოქმედებთ?

– უკანონო განჩინება უკვე გავასაჩივრეთ. სააპელაციო სასამართლო ზეპირ მოსმენას ჩაატარებს. თავდების სიის გაფართოვებასაც ვაპირებთ, რადგან არიან ადამიანები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ ზურას გვერდში დაუდგნენ. სააპელაციო სასამართლო ამას გვერდს ვერ აუვლის და აღკვეთ ღონისძიებას აუცილებლად შეუცვლის.

თქვენ ითხოვდით საქმის გადაკვალიფიცირებას, ეს სასამართლომ უნდა განახორციელოს თუ პროკურატურამ?

– გამოძიების პროცესში პროკურატურის პრეროგატივაა კვალიფიკაციის შეცვლაც და გამოძიების შეწყვეტაც. თუ გამოძიების პროცესში ეს არ მოხდა, მაშინ უკვე სასამართლო იქნება უფლებამოსილი.

სააპელაციო სასამართლოს სხდომა როდის არის ჩანიშნული?

– თელავის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი დღეს ჩავაბარეთ. მან უნდა გადააგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და როდის გადააგზავნიან, არ ვიცი.

რას ფიქრობთ, მოსამართლემ ამდენი თავდების მოთხოვნა რატომ უგულებელყო, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

– სასამართლოს განჩინება უსამართლობაა. მოსამართლემ თავდებობაზე იცით რა განაცხადა? – თავდებმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, როგორ განახორციელებენ ზურა ზვიადაურის დაცვასო. არადა, თავდები პირები აცხადებენ, რომ ზურა მათი უახლოესი მეგობარია, გააკონტროლებენ ყოველდღიური ნახვით, ტელეფონით. რაც მთავარია, ერთ-ერთი თავდები (ზაქარია ქუცნაშვილი) მოსამართლეს სთავაზობდა, რომ ზურას მის სახლში ეცხოვრა და ასე გააკონტროლებდა. და, ასეთ ვითარებაში მოსამართლემ გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, საზოგადოებას რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ზურა ზვიადაური თავად ჩაბარდა პოლიციას?

– მომხდარის შემდეგ, ზურამ თავისი ძმა ჩაისვა მანქანაში, დანარჩენები სხვებმა ჩაისვეს. რამდენიმე მანქანაში გადანაწილდნენ. საავადმყოფოში მისვლის შემდეგ, გიდასტურებთ, რომ ზურა თავად მიდის პოლიციაში. თანამშრომლობს სამართალდამცველებთან, თავისი იარაღი წარადგინა, მოწმეთა ბაზა დაუსახელა. მეტი თანამშრომლობა რაღა არის! სასამართლო ამბობს, რომ მტკიცებულებებს გაანადგურებს და მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენსო. ეს როგორ უნდა გააკეთოს, როდესაც იარაღიც თავად ჩააბარა და ამოწმეთა სიაც თავად წარადგინა?!

ტრაგედიამდე სულ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ჩხუბში?

– დაზუსტებული არ არის, თუმცა, ბევრი მონაწილე იყო.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურამ კენჭოშვილს ფეხებში ესროლა და მართალია?

– ფეხებში სროლა არ ყოფილა.

ნიკა კენჭოშვილის მშობლები აცხადებენ, რომ მათ შურისძიება არ სურთ, მათთან კონტაქტი ხომ არ გქონიათ?

– კენჭოშვილის ოჯახშიც საკმაოდ დიდი ტრაგედია ტრიალებს. 27 წლის ბიჭია დაღუპული. ჯერჯერობით მისი ოჯახის წევრებთან კონტაქტი ვერ მოვახერხეთ. ზვიადაურებშიც დიდი ტრაგედიაა და ასევე, არც მათ არ სურთ რაიმე შურისძიება. რა შურისძიებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანი თავს იცავდა. ორივე მხარე საქმეს გაგებითა და შეგნებით ეკიდება.

აპირებთ კენჭოშვილის ოჯახის წევრების მონახულებას?

– ჯერ არ ვიცი.

დაბოლოს, როგორ გრძნობს ზურა თავს, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ზურა განადგურებულია. მინდა გითხრათ, რომ მას გადაადგილებაც კი ძალიან უჭირს.

for.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ახალი ამბები

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება

18:47 12-02-2025
თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო

16:21 12-02-2025
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

15:46 12-02-2025
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

14:31 12-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved