• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავარტყი” ყველა იმ მიღწევას რომლის უკან სიბნელეა!” – ნიკოლოზ რაჭველი

ალია ავტორი - ალია
16:59 08-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი:

“ხანდახან ძალიან მინდება სტატუსის დაწერა და გაზიარება, მე ჩემი საქმიდან გამომდინარე საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და ამ დროებაში უსაზღვროდ მაკლია და მენატრება. მაგრამ დავფიქრდი და ბოლო დღეების კოვიდ-სტატისტიკის გამო მომერიდა კარგი ამბების გახსენება და მასზე წერა, არც უარყოფითი, სევდიანი შინაარსის წერილის გაზიარებაა ჩემი სურვილი. მერე შევხედე ფეისბუქის ჩარჩოს, რომელიც სტატუსის შექმნისთვის კითხვას გისვამს: რაზე ფიქრობ?
ჩავუღრმავდი. ამ წუთას ვფიქრობ ჩვენს ექიმებზე, ექთნებზე, სამედიცინო სფეროში მომუშავე ყოველ ადამიანზე კარისკაციდან და დამლაგებლიდან დაწყებული კლინიკის ხელმძღვანელებით დამთავრებული და წარმოვიდგინე რა უდიდესი ტვირთი აქვთ მხრებზე ვაჟკაცურად აკიდებული და რისი გამკლავება უწევთ. როგორც სამშობლოს დასაცავად ბრძოლის ველზე გაჭრილ არმიას გენერლებით, ჯარისკაცებით თუ უბრალო მოხალისეებით. ვისურვებდი მათი მართლაც უანგარო, უპირობო და ჩვენ ქვეყანაში მეტთათვის მატერიალურად დაუფასებელი შრომა ოდესმე მაინც იქნას სათანადოდ შეფასებული და აღიარებული. პანდემია რომ დასრულდება და თუ მე და ჩვენს ორკესტრს ელემენტარული საკონცერტო სივრცე გვეღირსება მზად ვარ დაუღალავად ვმართო მუსიკალური საღამოები მათთვის, მე ამით თუ შევძლებ ქედის მოხრას და უზარმაზარი მადლიერების გამოხატვას!

რაც შეეხება მეორე საფიქრალს, ჩვენში ეგზისტენციალურ საკითხად რომ იქცა – პრო და ანტივაქსერების დაპირისპირება, მივხვდი რომ აქ ერთადერთი ლოგიკა იმუშავებს: სიკეთის, როგორც გადარჩენის მოცემულობის! სიკეთეს კი მე ვხედავ საკუთარი თავის და გვერდით მყოფი ადამიანების გაფრთხილებაში. დღეს კი გაფრთხილება ნამდვილად უდრის აცრას, პირბადით სარგებლობას, დისტანციის დაცვას, ჩვევებისგან და სურვილებისგან დროებით თავშეკავებას!!!

მესამე საკითხიც არის დღეს ფრიად აქტუალური: რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს საკუთარი CV-ს გადაკითხვისას. როგორც მრავალი რეგალიის მქონე თავდაჯერებულმა ქალბატონმა ბრძანა ფეხზე უდგება მის მიღწევებს. ჰოდა “გავარტყი” ყველა იმ მიღწევას რომლის უკან სიბნელეა!

დაბოლოს: დავიძინებ და ხვალ დილას ჩემს ცნობიერებაში აიხლართება ამ სტატუსის ქვეშ დაწერილი კომენტარები, ლაიქები, გულები და ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვები. არც კი ვიცი სად რა ბალანსდება, სად ცვლის ტკივილს სიხარულის განცდა, სად ვარ გულწრფელი და სად ვარ რეალობისგან შორს მირბენალი, მაგრამ ბოლომდე მჯერა, ვისაც როგორ შეგვიძლია ისე უნდა მივიღოთ მონაწილეობა კოვიდის და უიმედობის დამარცხებაში, ოღონდ ზუსტი რეცეფტი არ მაქვს და თუ ვინმე კარგ რჩევას მომცემს სიხარულით გავიზიარებ!”

თეგები: ნიკოლოზ რაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved