• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის თუ არა კორონავირუსით მესამედ ინფიცირება ქვეყანაში დადასტურებული? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
21:00 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

საქართველოში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით მესამედ ინფიცირება ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხთან” განაცხადა.

ცერცვაძემ, კორონავირუსით მესამედ დაინფიცირების შემთხვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დამატებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ საქმე ეხება სავარაუდო შემთხვევებს.

„კოვიდი მეორედ თუ დადასტურდა, თეორიულად, არსებობს მექანიზმი, რომ ადამიანი მესამედაც დაინფიცირდეს. მეორედ რეინფიცირება ნიშნავს, რომ პირველმა ინფექციამ პაციენტს იმუნიტეტი არ დაუტოვა, ან ის განსხვავებული შტამით დაინფიცირდა. თუ არსებობს მეორედ რეინფიცირების შემთხვევები და ასეთები ნამდვილად არსებობს, იგივე მექანიზმით, მესამედ დაინფიცირებასაც წინ არაფერი უდგას“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, კოვიდგადატანილის, მით უფრო თუ მას ვირუსი ორჯერ აქვს მოხდილი და თან ვაქცინირებულია, ხელახლა დაინფიცირების საფრთხე გაცილებით ნაკლებია. თუმცა, ცერცვაძის განცხადებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ არც ვაქცინირება, არც ვირუსის მოხდა პლუს აცრა არაა ასპროცენტიანი გარანტია, რომ ადამიანი არ დაინფიცირდება, მაგრამ დაავადების მიმდინარეობა ბევრად მსუბუქი იქნება.

ამის გათვალისწინებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამ კატეგორიის ადამიანებს მოუწოდებს, პრევენციის ზომებს მიმართონ და პირბადე ატარონ, ვიდრე ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

„კოვიდ-19“-ით მესამედ ინფიცირების შემთხვევების შესახებ ინფექციური კლინიკის ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა. ლაბორატორიულად დადასტურებული მსგავსი შემთხვევების დაფიქსირება „პირველ არხთან” საუბარში არ დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved