• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გურჯაანის ღირსების ორდენოსანი მერობის კანდიდატი

ალია ავტორი - ალია
17:18 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

14 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანელებს, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი წარუდგინა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქართული ოცნების გურჯაანის მერობის კანდიდატი არის გამოცდილი მენეჯერი და მმართველი.

გადავწყვიტეთ, გაგვერკვია რა გამოცდილება აქვს ბატონ ზურას და როგორი გეგმები აქვს მუნიციპალიტეტის მართვასთან დაკავშირებით.

ზურაბ უტიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 24 წლიანი სამუშაო გამოცდილების ფარგლებში, სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა მაღალ პოზიციაზე იმუშავა. 2015 წლიდან დღემდე კი შ.პ.ს. ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორის პოზიციას იკავებს.

ქართული ოცნების გურჯაანის მერობის კანდიდატს, გარდა მდიდარი სამუშაო გამოცდილებისა, სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, რომელთაგან როგორც თავად აღნიშნავს „განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობით სატარებელია რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვის მიღებული „ღირსების ორდენი“ და მედალი „განსაკუთრებული დამსახურებისა და გაწეული ღვაწლისთვის“, რომელიც ომში დაჭრილთა და დაშავებულთათვის აღმოჩენილი დახმარებისა და სამედიცინო ევაკუაციის ორგანიზებისთვისდაიმსახურა.

2008 წლის ომის ვეტერანი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხალხის სამსახურში ყოფნაა“.

„ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ადამიანებზე ზრუნვა, პირველი რიგის შესასრულებელი ამოცანაა. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება და ამჯერად, ამ დიდი პასუხისმგებლობის პარალელურად ჩემი მშობლიური გურჯაანის განვითარებასა და გურჯაანელებზე ზრუნვისთვისაც შევეცდები გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით, ბევრიც მიმდინარეა, რომელთაგან განსაკუთრებით სოფლის მეურნეობას, განათლების და ტურიზმის მიმართულებას გამოვყოფდი. ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ეკონომიკური სიძლიერე ამ დარგების სწორი, თანმიმდევრული და მიზნობრივი პოლიტიკის გატარების შედეგად იქნება და ამისთვის, აუცილებლად დავიხარჯები სათანადოდ, ჩემს მომავალ გუნდთან ერთად. გარდა ამისა, ჩვენ წინ დიდი გამოწვევა გვაქვს COVID-19 პანდემიის დაძლევის სახით, რომელსაც მოქალაქეობრივ თვითშეგნებასთან ერთად, ჩვენი მედპერსონალის დიდი შრომა სჭირდება, ამიტომ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. დარწმუნებული ვარ, რომ გურჯაანელებს პრობლემების დაძლევისა და ერთიანობის მაგალითის მიცემა ნამდვილად შეგვიძლია,“- აღნიშნა ქართული ოცნების გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

ზურაბ უტიაშვილს, გარდა სახელმწიფო ჯილდოებისა, სხვადასხვა დროს მიღებული აქვს „მადლობა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისგან სხვადასხვა დამსახურებისთვის კრიზისების მართვის სფეროში (2006, 2008, 2009, 2010 წწ), საქართველოში აშშ ელჩისგან (2013წ) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრია და საქართველოში COVID-19 პანდემიის მართვაში აქტიურად არის ჩართული.

თეგები: ზურაბ უტიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved