• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის სჭირდება ირაკლი კობახიძე ივანიშვილს და რა ფუნქცია აკისრია, რეალურად, პარტიაში? – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:44 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ირაკლი კობახიძე არ ჩანს და მისი გაუჩინარების სხვა და სხვა მიზეზი ვრცელდება. ხომ არ იცით, რატომ არ ჩანს კობახიძე და სად არის? დროებითია მისი თვალს მოფარება თუ საერთოდ გაუშვებენ „ქართული ოცნებიდან“?

– ირაკლი კობახიძე, იცით თქვენ, რომ საკმაოდ გამაღიზიანებელია ქართველი ხალხისთვის, ხისტ და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა. თანაგუნდელებიც კი დაიპირისპირა თავისი როყიო გამონათქვამებით. ახლა საარჩევნოდ გადამალეს ამ გაუწონასწორებელი განცხადებების გამო. კობახიძე შიდა მოხმარებისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, იქ  ხალხის ე.წ. ჩასაჩორტად და დასაბეზღებლად. სხვა რაში შეიძლება დაგჭირდეს  კობახიძე? არც არაფერში, რადგან არაფერს წარმოადგენს.

– 9 წელი გავიდა და ისევ „ნაციონალებთან“ დაპირისპირებაზეა აგებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია. არანაირი ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის დაპირებები, არანაირი კონკრეტული პროგრამები არ აქვთ ამ არჩევნებისთვის. უმძიმეს დღეშია და იმასაც არ ეუბნებიან ამ ხალხს, თუ ადგილობრივ არჩევნებს მოვიგებთ, მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათო. ადრე ატყუებდნენ მაინც ხალხს და ახლა სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. მარტო სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ხალხს, თავისიანებს უზრდიან ხელფასებს, დაახლოებით 280 000 კაცს. მოკლედ, ვინც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს და დეკლარირელულად ამათიანი არაა, წასულია მათი საქმე. რატომ უნდა მოიგოს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“, ვერ ვხვდები?

– როდესაც ეკონომიკა არ ვითარდება, სამუშაო ადგილები არ გეზრდება, როდესაც ქვეყანაში მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, არ შეიძლება იმ ქვეყანაში, ხელფასების მომატებაზე ილაპარაკო და თუ მოუმატებ, ეს ნიშნავს, რომ უსაფუძვლო ხელფასების მომატება იქნება, რომელიც ეკონომიკას კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება და ინფლაციას გამოიწვევს. დაბალშემოსავლიან ადამიანებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ ცხოვრება.  ის ადამიანები, ვინც დღეს სახელმწიფო სამსახურში არიან დასაქმებულნი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეზერვად ითვლება. ყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ეს დაპირებაც მათი ერთეულების ყიდვას ემსახურება, რომ მათ საკუთარი ადგილების, ახლა უკვე გაზრდილი ხელფასების შესანარჩუნებლად  იბრძოლონ და „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს მისცენ ხმა. აი, ეს არის ამ დაპირების მთელი  ფილოსოფია. იმიტომ, რომ პენსიონერებისთვის, სოციალურ დახმარებაზე მყოფთათვის და დაბალხელფასიანი ადამიანებისთვის, ეკონომიკური გარემო არ იცვლება, მათთვის ფულის შოვნა არ ადვილდება – საბანკო პროცენტებს არათუ აიაფებენ, პირიქით, აძვირებენ, კომუნალურ გადასახადებს ზრდიან და ესეც მძიმე ტვირთად აწევს როგორც ბიზნესს, ისე ჩვენს მოსახლეობას.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved