• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,არ შეიძლება ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დეზინფორმირება” – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
01:23 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას აქვეყნებს:

,,არ შეიძლება ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დეზინფორმირება

სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი კავკასიძემ ა.წ. 10 აგვისტოს TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში COVID-პანდემია ცუდად იმართება. ჩვენ არ შევალთ მასთან ზოგად პოლემიკაში და მხოლოდ ზოგიერთ ფრაგმენტს შევეხებით. მან შეადარა ჩვენი კლინიკური მართვის მოდელი შვედურს და სიტყვა სიტყვით სთქვა შემდეგი: „შვედეთში კარგად ჰქონდათ ჩამოყალიბებული ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები და არ მომხდარა ჰოსპიტლების გადატვირთვა, მათ „ზუსტად იცოდნენ ვინ უნდა გადაეყვანათ და ვინ უნდა ემართათ სახლში“?! კარგით რა ბატონო გიორგი, ეს უკვე ტყუილიც აღარ არის – „მკრეხელობაა“. სინამდვილე კი ასეთია: საქართველოში სადღეისოდ 52,167 აქტიური COVID-პაციენტია, რაც ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია (ერთ მილიონ მოსახლეზე 13 400) და მიუხედავად ამისა საქართველოს ჯანდაცვა ახერხებს პაციენტთა ამ კატასტროფულად დიდი ნაკადის კლინიკურ მართვას სერიოზული ჩავარდნების და „ჩამოშლის“ გარეშე. ისე რომ არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ეს ეხება სასწრაფოებს, ოჯახის ექიმებს, ონლაინ კლინიკებს, COVID- სასტუმროებს და COVID- კლინიკებს. ისე რომ არავითარი დეფიციტი არც საწოლების, არც მედიკამენტების, არც სუნთქვის აპარატების და არც ჟანგბადის მხრივ არ შექმნილა. ამის გაკეთება, უფრო მეტიც, ამაზე გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტების მართვა უჭირდათ და უჭირთ საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ და უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც კი. საკმარისია გავიხსენოთ რა ხდებოდა პიკის პერიოდში ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში და თითქმის ყველგან გერმანიის გარდა.
მაგრამ ის, რაც შვედეთში ხდებოდა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. BBC News-ის და სხვა წყაროების მონაცემებით შვედეთში პიკის პერიოდში საწოლების ნაკლებობის გამო კლინიკებში არ გადაჰყავდათ 65 წელზე მეტი ასაკის COVID-პაციენტები და ფაქტობრივად სასიკვდილოდ წირავდნენ მათ. არადა მათივე (შვედების) სიტყვებით ამ ავადმყოფებიდან ბევრს შეიძლება კიდევ დიდ ხანს ეცოცხლა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ხდებოდა ავადმყოფების პრიორიტიზება (გადარჩევა) რაც ყველაზე უკიდურესი, მძიმე და არაჰუმანური გადაწყვეტილებაა მედიცინაში. საქართველოში ხომ მსგავსი რამ (მიახლოებულიც კი) არასოდეს მომხდარა. და წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა ასეთი რამ რომ ჩვენთან მომხდარიყო. და თქვენ კიდევ შვედეთის ჰოსპიტალური სექტორი სამაგალითოდ მოგყავთ. გასაგებია თქვენი და თქვენი თანამოაზრეების მოტივაცია და სურვილი, დაარწმუნოთ მოსახლეობა, რომ თითქოს ჩვენ ყველაფერს ცუდად ვაკეთებთ ხოლო სხვები (მათ შორის შვედები) ყველაფერს სამაგალითოდ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
ბატონი გიორგის მტკიცებით ჩვენთან ჰოსპიტლებში პაციენტების 40% ტყუილად წევს??!! საიდან იცით ბატონო გიორგი? ერთხელ მაინც შემოგიხედავთ COVID- კლინიკებში? რომ შემოგეხედათ, გეცოდინებოდათ თუ რა უმძიმესი კონტინგენტი წევს აქ და რა ექსტრემალურ პირობებში უწევს მედპერსონალს მუშაობა. გარედან ლაპარაკი იოლია. საქართველოში, როგორც აღვნიშნეთ სადღეისოდ 52 167 აქტიური COVID- პაციენტია და მათგან ჰოსპიტალში მკურნალობს მხოლოდ 6986 ანუ 13,4%. ეს ძალიან დაბალი პროცენტია და თქვენ კიდევ ამბობთ, რომ მათი 40% ტყუილად წევს? ამაზე ნაკლების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მკვეთრად იზრდება ბინაზე დარჩენილთა გარდაცვალების რისკები. და სწორედ პაციენტთა ნაკადების ოპტიმალური მართვის შედეგია ის, რომ საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ-სასტუმროში და სხვ.) გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი ძალიან დაბალია და ევროპის და ამერიკის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ათჯერ, ასჯერ და ათასჯერ მეტია.
ბატონი გიორგი ამბობს, რომ არის გერმანიაში მოღვაწე ძალიან ცნობილი, გამოცდილი ექიმი თამარ ჯანგურაშვილი (ალბათ ჟამურაშვილს გულისხმობს), რომელსაც თავის გუნდთან ერთად შეუძლია საქართველოში ხალხის გადარჩენა??!! მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ. ვიღაცამ რომ მართლა დაიჯეროს?! ის ასევე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებს ქ-ნ თამარის მიერ შემოთავაზებულ ჰოსპიტალიზაციისა და ჰოსპიტლიდან გამოწერის კრიტერიუმებს. რაზე ლაპარაკობთ ბატონო გიორგი? გინახავთ ჩვენი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები? და შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ რაიმე ამაზე უკეთესი? რაც შეეხება ქალბატონ თამარს, რომელიც ნამდვილად კარგი ექიმია, მას ასეთი კრიტერიუმები არ შემოუთავაზებია და არ ვიცი რაზე საუბრობთ.
ახლა რაც შეეხება იმას, რომ „ამ ადამიანებს ხალხის გადარჩენის საშუალებას არ აძლევენ??!!“ როდის და რა გზით სცადეს მათ ქართველი ავადმყოფების გადარჩენა (სატელეფონო კონსულტაციით?) და რისი საშუალება არ მიეცათ? და კიდევ ერთი რამ – კლინიკური მართვის ხარისხის შეფასების მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი მაჩვენებელია ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვლილთა რაოდენობა – CFR (case fatality rate). საქართველოში ეს მაჩვენებელი 1.33%-ია ხოლო გერმანიაში – 2.42%, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან გადარჩენის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია ვიდრე გერმანიაში და ჩვენ რომ გერმანიის მსგავსი CFR (2.42%) გვქონდეს, დღეისთვის არა 6436, არამედ 11719 გარდაცვლილი გვეყოლებოდა. მაინც და მაინც ეს გინდათ?
ბოლო ერთ კვირაშიც კი, როცა საქართველოში ფიქსირდებოდა გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა, რაც დაკავშირებულია არა კლინიკურ მართვასთან, არამედ COVID ახალი შემთხვევების მკვეთრ მატებასთან და ვაქცინაციით დაბალ მოცვასთან, ეს მაჩვენებელი (CFR) არ აღემატებოდა ერთ პროცენტს (0.94%), რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID-19-ით ავადმყოფისგან მხოლოდ ერთის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა.
აი, ასეთია სიმართლე ქვეყანაში COVID ავადმყოფების კლინიკური მართვის ხარისხზე და ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დეზინფორმაცია დაუშვებელია.”

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved