• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თალიბანის პოზიციაა, ქვეყანა არავინ დატოვოს” – რას ამბობს თალიბანის პრესსპიკერი BBC-ის ეთერში?

ალია ავტორი - ალია
18:36 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, მისმა სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა BBC-ის პირდაპირ ეთერში დარეკა და ინტერვიუ მისცა. 

ტერორისტული ორგანიზაციის სპიკერი ამტკიცებს, რომ თალიბანი ავღანელი ხალხის მსახურია და რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მან თქვა, რომ თალიბანი მათთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას ელოდება, “მშვიდობიანად უნდა მივიღოთ ძალაუფლება, რის შემდეგაც მომავალში დაარსდება ავღანეთის ისლამური საამიროს ინკლუზიური მთავრობა, რაში მონაწილეობასაც ყველა ავღანელი მიიღებს.” – თქვა მან.

პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ ავღანეთში უამრავი სკოლა და უნივერსიტეტია, სადაც ქალებს სწავლა შეუძლიათ. ასევე, მისი განცხადებით, ქალებს აქვთ მუშაობის უფლება, იგი ამბობს იმასაც, რომ ქალებს არ შეეზღუდებათ სახლიდან კაცის თანხლების გარეშე გამოსვლის უფლება. მან აღიარა, რომ არის ინდივიდუალური შემთხვევები და გამოძიება დაანონსა.

იალდა ჰაკინმა ხაზი გაუსვა ცნობებს, რომ ავღანეთის ქალაქებში თალიბანის მებრძოლები ქალებს უკვე აღარ აძლევენ სწავლის უფლებას და რომ ერთ-ერთ ქალაქში უნივერსიტეტში მისულებს უკან გაბრუნება მოსთხოვეს. 

სპიკერმა ჭორები უწდა ყველა ინფორმაციას, მათ შორის იმასაც, თალიბანის მებრძოლები დადიან სახლებში და ატერორებენ ადამიანებს, რომლებიც დასავლური ძალებისთვის მუშაობდნენ ან რამე ფორმით აფილირებულები იყვნენ დასავლურ ინსტიტუტებთან. 

საერთო ჯამში სუჰაილ შაჰინმა ყველა ინფორმაციას არასწორი უწოდა. 

მიეცემათ თუ არა ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება იმ ავღანელებს, რომელსაც ამის სურვილი აქვთ? – ჟურნალისტის ამ კითხვას, სუჰაილ შაჰინი ასე პასუხობს – თალიბანის პოზიციაა, ქვეყანა არავინ დატოვოს. “გვჭირდება, რომ ყველა ავღანელი დარჩეს ქვეყანაში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობაში”. – თქვა მან. 

თალიბანის წარმომადგენელმა ილაპარაკა თავისუფალი მედიის როლზე, თავისუფალ სასამართლოზე და იქვე თქვა, რომ ადამიანების დასჯა კიდურების მოკვეთით, გაგრძელდება, თუ არა, ამას სასამართლო გადაწყვეტს..  “ავღანეთი ისლამური სახელმწიფო იქნება – თალიბები ამისთვის 4 ათწლეული იბრძოდნენ.” – თქვა მან საუბრის ბოლოს.

თალიბანმა ავღნეთში ძალაუფლება საბოლოოდ 15 აგვისტოს აიღო. 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა. ავღანეთის დატოვებას ცდილობენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, ნაწილმა ეს უკვე მოახერხა, დიდმა ნაწილმა კი ვერა. ავღანეთიდან ჯერ ისევ არ არიან გამოყვანილნი საქართველოს მოქალაქეები.

თეგები: ავღანეთითალიბანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
ახალი ამბები

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

14:35 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved