• რეკლამა
  • კონტაქტი
16:37, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრალს გვდებდნენ, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით, ამის გამო ტოცილიზუმაბს ჩვენ გარდა მხოლოდ 7-8 კლინიკა იყენებდა…” – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
15:31 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე:

“ისევ ტოცილიზუმაბის შესახებ

————–

ბოლო დღეებში ტოცილიზუმაბზე მკვეთრად და ერთბაშად გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით ამ მედიკამენტის ქვეყანაში არსებული რაოდენობა პრაქტიკულად ამოიწურა და შეიქმნა დროებითი დეფიციტი. ხვალ, 16 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრო და მომწოდებელი შემოიტანენ ტოცილიზუმაბის დამატებით რაოდენობას და უახლოესი დღეების მანძილზე იგი ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან სამინისტრო და მომწოდებელი იღებენ ქმედით ზომებს, რათა ქვეყანაში შესაძლოდ მოკლე დროში შემოტანილ იქნას ტოცილიზუმაბის ისეთი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებს მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას ამ მედიკამენტზე, მაგრამ ეს არ იქნება იოლი, ვინაიდან მედიკამენტი დეფიციტურია მსოფლიო ბაზარზე.

შექმნილი სიტუაცია განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ჩვენ ტოცილიზუმაბს წარმატებით ვიყენებთ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე. მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს სჯეროდა მისი ეფექტიანობის და არაერთი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-პაციენტი გვყავს გადარჩენილი.

ტოცილიზუმაბი ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით.

ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ ნაციონალურ პროტოკოლში შეტანის პირველივე დღიდან (2020 წლის ივნისიდან) ანაზღაურებდა ტოცილიზუმაბის ღირებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძვირია), და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტოცილიზუმაბი იმდენად ძვირი მედიკამენტია, რომ ასეთი ფუფუნების უფლებას თავის თავს საქართველოზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერი ქვეყნებიც კი ყოველთვის ვერ აძლევენ. ამასთან ტოცილიზუმაბი ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაფიო ჩვენებები და უკუჩვენებები და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე COVID-კლინიკებში.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, სწორედ ისინი, რომლებიც ახლა ალაპარაკდნენ მედიკამენტის დეფიციტზე, მთელი წელი გვაბულინგებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით და მოუწოდებდნენ კლინიკებს, არ გამოეყენებინათ ტოცილიზუმაბი. ამის გამო ბოლო დრომდე ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა მხოლოდ 7-8 კლინიკა იყენებდა და ქვეყანაში არსებული მარაგი საკმარისზე მეტი იყო იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც ბოლო დღეებამდე ტოცილიზუმაბზე არსებობდა.

იმდენად ძლიერი იყო ტოცილიზუმაბის გამოყენების მოწინააღმდეგეების გავლენა, რომ მას შემდეგაც კი, რაც ინგლისელების დიდი კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვენ მართალი ვიყავით და ტოცილიზუმაბი დროული და სწორი გამოყენების შემთხვევაში 24%-ით ამცირებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19 პაციენტების სიკვდილობას. კლინიკები არ ჩქარობდნენ ტოცილიზუმაბის გამოყენებას და მხოლოდ ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც შევძელით ყველა დაგვერწმუნებინა ტოცილიზუმაბის ეფექტიანობაში, მასზე მოთხოვნა ერთბაშად, ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა, რამაც ბუნებრივია მედიკამენტის დროებითი დეფიციტი შექმნა. სამინისტრომ მაშინვე გადადგა ნაბიჯები, რომ ასევე მკვეთრად გაზრდილიყო ტოცილიზუმაბის მოწოდებაც, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიკამენტი დეფიციტურია მთელ მსოფლიოში და ძალიან მოკლე დროში მისი მოწოდების მკვეთრად გაზრდა იოლი არ იქნება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მედიკამენტის პირველი დამატებითი პარტია უკვე ორშაბათს ა.წ. 16 აგვისტოს შემოვა.

კოვიდი უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკურ ჯგუფს და COVID-კლინიკების მედპერსონალს საქმიანობა ისედაც უწევთ ექსტრემალურ პირობებში და ამ დროს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების თუ ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების მხრიდან ხელის შეშლა დაუშვებელია.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

Idacirc Georgia“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved