• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საიდან გაჩნდა ავღანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი თბილისში? რამ გადმოხვეწა აქ?” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
15:02 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია:

“80-იანი წლების დასაწყისში თბილისში ცხოვრობდა ავღანეთის დამხობილი მეფის, ზაჰირ შაჰის ვაჟი, რაჰიმი. თუ სწორად მახსოვს, მისი სახლი სადღაც მთაწმინდა-სოლოლაკის არეალზე იყო. იმჟამად სტუდენტს იგი მოკლე ხნით მინახავს ერთხელ და რამდენადაც მახსოვს, დამტვრეულ რუსულზე საუბრობდა. მისი კვალი იკარგება პერესტროიკის დაწყების შემდეგ. საიდან გაჩნდა ავღანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი თბილისში? რამ გადმოხვეწა აქ? ეს ყოველივე უახლეს ისტორიასთანაა კავშირში – ჩვენს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს საბჭოთა კავშირის 6 წლიანი ომი ავღანეთში, რასაც წინ უძღოდა მეფის დამხობა, ასევე ჰაფიზულა ამინის და ნურ-მუჰამედტარაქის დამხობის ამბები, რაშიც უკვე რუსული სპეცრაზმები იყვნენ ჩართულნი.

შემდგომ, უკვე შვეიცარიულ ემიგრაციაში ყოფნისას ციურიხში გავიცანი ერთ-ერთი პაშტუნი მოჯაჰედების ლიდერის ოჯახის წევრი. მისი სანათესაო შემდეგ ტალიბანშიგაწევრიანდა. საუბრისას, როდესაც რაჰიმი ვუხსენე, შეეჭვდა, ეგ ღოლამ-ბაჩა ხომ არ არისო, (ანუ მონის, მსახურის შთამომავალი ჩამომავალი, ალბათ დედის მხრიდან) მაგრამ როდესაც ავღანურ წრეებში გაიკითხა, დაადასტურა, დიახ, ნამდვილი უფლისწულიაო.
რამდენადაც აქა-იქ შემხვდა ასეთი მოსაზრებაც, რომ “აშშ-მ ავღანეთში არეულობა შემოიტანა,” შემოგთავაზებთ ექსპერტის და ისტორიკოსის, ვასილ პაპავას მიერ ჩამოყალიბებულ მცირე მემოს. აქედან ყველამ დაასკვნას, ვინ სად და რა დოზით იყო ამრევი:Vasily Papava”საბჭოთა კავშირი და ავღანეთი 1978 წელს.
ავღანეთის პრო-დასავლურ ორბიტაზე გადასვლას ხელს უწყობდნენ როგორც ირანის შაჰი, ასევე რეგიონის სხვა სახელმწიფოები (საუდის არაბეთი და სხვა), რომლებსაც სურდათ ქაბულზე საბჭოეთის გავლენის შემცირება.


1976 წლის აგვისტოში ქაბულში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ჩავიდა. პრეზიდენტ მუჰამედ დაუდთან საუბრის შემდეგ ჰ. კისინჯერმა ოპტომისტური კომუნიკე გამოქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ მიესალმება ქაბულის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია რეგიონულ ქვეყნებთან ურთიერთობების დალაგებისკენ (იგულისხმება პაკისტანი და შაჰის ირანი).


1977 წლის თებერვალში მ. დაუდმა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა გამოაცხადა, რომლის მიხედვით მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია იყო გათვალისწინებული. „ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის“ (მემარცხენე პარტია) წევრები გაანთავისუფლეს თანამდებობებიდან, ბიუროკრატიიდან და არმიიდან, მათ ადგილები კი მკვეთრად ანტიკომუნისტურად მოაზროვნე კადრები დანიშნეს (მაგ., შსს-ს მინისტრად აბდულ კადირ ნურისთანი დაინიშნა; თავდაცვის მინისტრად გენერალ-მაიორი გულამხაიდარ რასული).საბჭოთა კავშირი ძლიერ შეშფოთებული აკვირდებოდა მ. დაუდის პოლიტიკის ახალ მიმართულებებს, და შექმნილი სიტუაციის გასარკვევავად საბჭოთა მთავრობამ მ. დაუდი მოსკოვში დაპატიჟა.მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს (12-15 აპრილი), ლეონიდ ბრეჟნევმა ავღანეთის პრეზიდენტს ურჩია „მოიცილოს და ქვეყნიდან გააძევოს ყველა იმპერიალისტი მრჩეველი“, რაზეც მ. დაუდმა უპასუხა, რომ ის მრჩევლებს მაშინ გაანთავისუფლებს, როდესაც ისინი უკვე საჭირონი არ იქნებიან. გავრცელებული ცნობებით, მ. დაუდმა საკმაოდ მკვეთრად უპასუხა ლ. ბრეჟნევს და შეახსენა, რომ ის დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტია. ასევე, დაუდმა განაცხადა, რომ „ავღანეთის ხალხი იყო ბატონი საკუთარ სახლში, და არცერთი უცხოური სახელმწიფო ვერ მიუთითებს მას, თუ როგორ წარმართოს საკუთარი საქმეები“.ამ ვიზიტის შემდეგ, როგორც ჩანს, კრემლმა გადაწყვიტა მ. დაუდის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ფსონი სამხედრო ამბოხზე გაკეთდა.


1978 წლის 27 აპრილს, „ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის“ მომხრეებმა არმიაში სამხედრო გადატრიალება მოახდინეს. მუჰამედ დაუდი და მისი ოჯახის 30-მდე წევრი ადგილზე დახვრიტეს. მომდევნო თვეებში კომუნისტურმა ხელისუფლებამ ათი ათასზე მეტი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი და მომხრე სიკვდილით დასაჯა.


1979 წლის დეკემბრის ბოლოს ავღანეთში საბჭოთა ჯარები შედიან და იწყება სულ სხვა ისტორია.

ყველგან როგორი ერთი ხელწერა ჰქონდათ.”

თეგები: კონსტანტინე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved