• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარტო სექსზე ხომ არ არის საუბარი? ჯიბრზე ფოტოები გადავიღე… მის გამო მოვხვდი კლინიკაში…” – გია სურამელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:44 08-16-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
203

მომღერალი გია სურამელაშვილი, ჟურნალ „თბილისელებთან“ მის სიყვარულზე საუბრობს. იგი იხსენებს დეტალებს, თუ რა გახდა მათ შორის დაძაბულობის მიზეზი.

ამონარიდი ინტერვიუდან:

“ხედავ, მეც რა მძიმე ხასიათი მაქვს?! მაგრამ ჩვენ ერთი კვირის წინ დავიწყეთ მიმოწერა. თუმცა, მერე მე კიდევ მეწყინა რაღაც. სახლში ჯერ არ მოსულა და ორ სიტყვაში მაწყენინა ისე, რომ პასუხი საერთოდ აღარ გავეცი. სახლში მოსვლაზე იყო საუბარი და ტკბილად მითხრა, რომ ამ კვირაში არ შეეძლო მოსვლა. მე ეს ძალიან მეწყინა და უპასუხოდ დავტოვე. მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და ამწუთას ჩვენ ნაჩხუბრები არ ვართ, მაგრამ… უფალმა ამხელა სიყვარული გამომიგზავნა და მეორედ რომ გავჩნდე ამქვეყნად, ისევ შენ შეგიყვარებ, შენი თავი ჩემი ჯილდოაო… – საოცარ ტექსტებს მწერს. ამას ვერ მოიტყუები. მე ვიცი, რომ ძალიან დარდობს, ვერ სუნთქავს უჩემოდ და იმანაც იცის, რომ მეც ასე ვარ. თან ეჭვიანობს. არ ვიცი, რატომ უნდა ჩავიკეტო? პატარა კლიპი გადავიღე, გადაღებებსა და გადაცემებში მივდივარ და ამაზე ეჭვიანობს. ამბობს, კარგად არის და არაფერს იკლებსო. ჩავიკეტო, ძაძები ჩავიცვა და ვიგლოვო? მადლობელი ვარ, რომ ამ დონეზე ვუყვარვარ, მაგრამ სულ ჩაკეტილი როგორ ვიყო?! ხშირ შემთხვევაში ვუსრულებდი კიდეც ამ სურვილს. როცა ვიცოდი, რომ უხაროდა ჩემი სახლში ყოფნა, თუ აუცილებელი არ იყო, არ გავდიოდი გარეთ, რა მექნა, აბა?! ორთვენახევრიანი გაყრის შემდეგ მას შეეძლო, ჩემთან მოსულიყო სამსახურის შემდეგ, მაგრამ მატკინა. შეგნებულად მატკინა. მერე დავთვერი, რესტორანში წავედი. ნახა, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცის, სად ვარ, როგორ, ვისთან ერთად – ყველანაირად კონტროლში ვყავარ. ამაზე გაგიჟდა. მერე, ჯიბრზე, ფოტოები გადავიღე, ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, მაგრამ ფოტოები ძალიან თბილი იყო, რაზედაც ეგ გიჟდება. ჩახუტებულები ვიყავით. ვფიქრობ, რომ ამის გამო გაბრაზებულია და არაფერს მწერს.

ძალიან ბევრი დავლიე და განერვიულებულზე გულის შეტევით მოვხვდი კლინიკაში. მაშინ ჩემს მეგობართან დარეკა, რა დაემართა, ხომ მშვიდობააო? ჩემმა მეგობარმა გალანძღა – ყველაფერი შენ გამო მოხდაო. ამანაც დააკომპლექსა, მაგრამ იმის შემდეგ ნელ-ნელა დაიძრა ყველაფერი და დავიწყეთ მიმოწერა. ახლა მან უნდა გადმოდგას ნაბიჯი. ამ კვირაში ვერ მოვალო – ორი თვეა, არ გინახივარ და რა, არ მოგენატრე? აქ მარტო სექსზე ხომ არ არის საუბარი? ადამიანი, რომელიც სულ თვალებში გყავს და რომელსაც სიზმრებში ხედავ, არ გინდა ნახო?! არც მე ვარ შოკოლადი. არ მინდა, ხელები მარტო მას შევახოცო, მეც ძალიან მძიმე ვარ. ერთხელ დავთვერი და საშინელი ლანძღვა-გინება ავტეხე. გაოგნებული იყო, ამ ანგელოზივით ადამიანს, საიდან ამოგდის ეგ სიტყვები. ამ სილამაზეს საიდან ეს სიბინძურე, გადარეული ვარო…”

თეგები: გია სურამელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved