• რეკლამა
  • კონტაქტი
07:36, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს აჩენს ეჭვებს, რომ მოსკოვი შესაძლოა ემზადებოდეს „თალიბანის“ ხელისუფლების ცნობისთვის… შენ კი შეიძლება შეეშვა ავღანეთს, მაგრამ ის არ შეგეშვება…” – ზურაბ ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:28 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს:

– შეიძლება ითქვას, რომ დღეებში ჩამოიშალა ავღანეთის მთავრობა, „თალიბანმა“ სრულიად ჩაიგდო ხელთ ძალაუფლება მთელ ქვეყანაში. მათ ავღანეთის მთავრობისა და ყველა ადგილობრივი მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლეს. ავღანეთის პრეზიდენტი ფაქტიურად გაიქცა დედაქალაქ ქაბულიდან.

გარბის მოსახლეობაც. ასეულ ათასობით ავღანელი, რომლებსაც არ სურთ „თალიბანის“ მკაცრი შარიათის კანონების ქვეშ ცხოვრება, ტოვებს საცხოვრებელს და ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

ახლა ადგილზე მთავარ თემად რჩება, რამდენად შეძლებენ ამერიკული, ბრიტანული და კანადური დიპლომატიური კორპუსის ქვეყნიდან გაყვანას, რისთვისაც დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი იქნა გაგზავნილი ქაბულში.

ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევძლოთ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. მათთან მაქვს კონტაქტი და ყველანი ცოცხლები არიან. სხვა დეტალებზე მათივე უსაფრთხოების გამო საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.

ავღანეთსა და მთლიანად რეგიონში დიდი ხნით შეიცვალა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია.

ავღანეთში ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. მათ საკმაოდ რადიკალური განწყობები და იდეოლოგია აქვთ და ეს არაერთ საფრთხესა და გამოწვევას შეიცავს არამხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.

პოპულარული მოსაზრებაა, რომ ყველა შეეშვას ავღანეთს და რაც უნდათ, ის უქნიათ. შენ კი შეიძლება შეეშვა, მაგრამ ის არ შეგეშვება ისეთი დიდი პრობლემებით, რომლებიც აუცილებლად მოყვება „თალიბანის“ მკაცრი წესებით მართვას:

ასეულ ათასობით ახალი ლტოლვილი, რომლებიც აუცილებლად დაიძვრება სხვადასხვა მიმართულებით (მათ შორის, ევროპისკენაც). აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ავღანეთის მოსახლეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გაორმაგდა და 40 მილიონი გახდა;

ავღანური ნარკოტიკების, როგორც „თალიბანის“ შემოსავლის ძირითადი წყაროს, გადინების გაზრდა რეგიონის ქვეყნებში (მათ შორის, საქართველოს მიმართულებითაც);

რადიკალური იდეოლოგიისა და დაჯგუფებების გაძლიერება ავღანეთსა და მომიჯნავე ქვეყნებში.

ამ მომენტისთვის „თალიბანი“ ცდილობს, საკუთარი თავის ერთგვარ რებრენდირებას და იმის ჩვენება სურს, რომ მან გარკვეული საკითხების მიმართ მიდგომა შეიცვალა. მაგრამ, რეალურად სიტუაცია სხვაგვარია – თუ „თალიბანი“ წინა მმართველობის დროს გოგონებს საერთოდ უკრძალავდა სკოლაში სიარულს, ახლა აცხადებს, რომ ნებას დართავს მათ მეექსვსე კლასამდე მიიღონ განათლება. მაგრამ, რა იქნება ექვსი კლასის შემდეგ? არაფერი.

უცვლელად დარჩება სხვა კანონებიც. მაგალითად, ქალებს ეკრძალებათ ახლო ნათესავის (ძმა, მამა და მეუღლე) გარეშე ქუჩაში დამოუკიდებლად გამოსვლა. ისინი ასევე იძულებული იქნებიან ატარონ ე.წ. „ბურკა“ და ა.შ.

მეზობლებისთვისაც საკმაოდ ძნელი იქნება ახალ სიტუიციასთან შეგუებაც. მაგალითად, იგივე ირანიც, მართალია, ოფიციალურად ისლამური რესპუბლიკაა, მაგრამ მასაც აქვს ეჭვები, ხომ არ დაჩაგრავს „ტალიბანი“ ავღანეთის შიიტურ უმცირესობას ისევე, როგორც ეს იყო მისი პირველი მმართველობის დროს.

ირანისთვის, თურქეთისთვის და ევროპისთვის მნიშვნელოვანია ავღანეთიდან დაძრული ლტოლვილთა ახალი ნაკადების საკითხიც. ამ მომენტისთვის ირანში 3 მილიონი, თურქეთში 0,5 მილიონი, ევროპაში კი 0,4 მილიონი ავღანელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებიც არაერთ პრობლემას ქმნიან ამ ქვეყნებში.

ბაიდენის მოსვლით ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავდა, რომ ამერიკელები ავღანეთში დარჩებოდნენ. ამერიკელები დიდი ხნის განმავლობაში ხედავდნენ, რომ თითქმის ტყუილად ხარჯავდნენ უდიდეს თანხებს ავღანეთში.

ავღანეთის ხელისუფლებამ ამ 20 წლის განმავლობაში, რაც ამერიკის უდიდესი დახმარება ჰქონდათ, არ და ვერ შეძლო სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, მთავრობა ჩაეფლო კორუფციაში, სასამართლო ვერასდროს გახდა დამოუკიდებელი და ა.შ.

ამიტომ ვაშინგტონში გადაწყვიტეს ავღანეთიდან გასვლა და ამის შესახებ არაერთხელაც ჰქონდათ გამოცხადებული. უბრალოდ, ამერიკელები არ მოელოდნენ, რომ ასე მალე, დღეების განმავლობაში ჩამოიშლეობდა 300 000-იანი ავღანური არმია, რომლის აღმშენებლობის საქმეში ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა ვაშინგტონმა.

რაც შეეხება საერთაშორისო კონტექსტს, სამეზობლოში „თალიბანს“ კარგი ურთიერთობა აქვს პაკისტანთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მისი მთავარი სპონსორი და მხარდამჭერი. დანარჩენ აქტორებთან „თალიბანის“ დამოკიდებულება კი უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად „ტალიბანის“ პოლიტიკაზე.

ბაიდენმა ჯერ კიდევ თავის წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება ურთიერთობა დემოკრატიულ სამყაროსთან.

ნათლად გამოჩნდა, რომ ავღანეთი ვერ ჩაჯდა დემოკრატიული ქვეყნების სიაში და ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც (მათ შორის, საქართველოსთვისაც).

შეუძლებელია იძახო, რომ ხარ პროდასავლური ქვეყანა და არ გქონდეს გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები, არ იცავდე სიტყვის თავისუფლებას, არ გქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, უტევდე დამოუკიდებელ მედიას.

უცხოეთიდან შესაძლოა დაგეხმარონ, მაგრამ სულ სხვის იმედზე ყოფნა არასწორია. მითუმეტეს, თუ გულრწფელი არ ხარ, ეს ადვილად ჩანს.

დღევანდელ დღეს ყველაფერი ხელისგულზე ჩანს და ვერაფერს დამალავ. ამიტომ ავღანეთის მაგალითი სერიოზულად უნდა მივიღოთ ჩვენც და ჩვენნაირმა ქვეყნებმა.

რუსეთი, როგორც ყოველთვის, შეეცდება ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას. მათ ამ მიზნით „თალიბანი“ მოსკოვშიც მიიწვიეს და მოლაპარაკებებიც აწარმოეს მათთან. ეს მაშინ, როცა მოსკოვს „ტალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

მოსკოვი ცდილობს, „თალიბანი“ მოიმადლიეროს და არც საელჩოს ევაკუაციას აპირებენ ქაბულიდან. ეს კი აჩენს ეჭვებს, რომ იგი შესაძლოა ემზადებოდეს „თალიბანის“ ხელისუფლების ცნობისთვის, ანუ მისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისთვის.

თუმცა, ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა ასეთი მიდგომების მცდარობა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს უარყოფითად შემოუბრუნდება. ძნელი წარმოსადგენია, რომ „თალიბანი“ მხოლოდ ავღანეთში ჩაეტიოს და სხვადასხვა გზებით, ფიზიკურად, იდეოლოგიურად და ა.შ. არ ეცადოს შუა აზიის რესპუბლიკებში გადასვლას, როგორც ეს იყო „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს და რამაც სამოქალაქო ომი და არასტაბილურობა გამოიწვია ტაჯიკეთში.

ეს კი რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხეა.

ასე რომ რუსეთს ჯერ კიდევ წინ აქვს მოულოდნელი სიურპრიზები „თალიბანის“ მხრიდან, რომლებსაც არაერთხელ ვნახავთ.

ამ მომენტისთვის იმდენად ქაოტური სიტუაციაა თავად ქაბულსა და ავღანეთში, რომ ძნელია კონტურების გამოკვეთა, როგორ დაჯგუფდებიან ქვეყნები ავღანეთის კონფლიქტში.

ყველაზე მთავარი ალბათ იქნება თავად „თალიბანის“ ქცევა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება ახალი კონფიგურაცია რეგიონში

თუ სირიასა და ლიბიაში რუსეთი და თურქეთი ერთმანეთის ბუნებრივი კონკურენტები არიან, იგივე სიტუაცია შეიძლება არ იყოს ავღანეთში, რადგან აქ ემატება ისეთი აქტორები, როგორებიც არიან პაკისტანი, ჩინეთი და ინდოეთი.

წყარო – ინტერპრესნიუსი

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved