• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ხდება სინამდვილეში ირანში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით – ფერეიდნელი ქართველი

ალია ავტორი - ალია
01:10 02-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ირანი – ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იტალიის შემდეგ კორონავირუსის აფეთქების უმსხვილესი ცენტრია.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ორაჯ ჰარირჩი და ირანის ვიცე-პრეზიდენტი მასუმეჰ ებთეკარი იმ 254 ინფიცირებულთა შორისაა, ვისაც ირანში კორონავირუსი დაუდგინდა. 28 თებერვლის მონაცემებით ირანში კორონავირუსის 106 შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულთა რაოდენობა კი 26-ს შეადგენს.
საქართველოში მოღვაწე, საერთაშორისო იურისტი ანდრო ლაჩინანი ფერეიდნელი ქართველია. აი, რას ყვება ის ირანში არსებულ სიტუაციაზე.

– ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით , ირანში, მინიმუმ 1000-ზე მეტი ადამიანი მაინც იქნება გარდაცვლილი.

– რატომ ფიქრობთ, რომ ოფიციალური ცნობები ირანში გარდაცვლილთა და დაავადებულთა შესახებარასწორია?


– მარტივად რომ აგიხსნათ, ირანის ხელისუფლებაში ზუსტად ის ხდება ახლა, რაც 1986 წელს, საბჭოთა კავშირში ხდებოდა ჩერნობილის აფეთქების დროს. ინფორმაციას მალავენ, ვითომ ირანში არაფერი განსაკურებული არ ხდება, ყველაფერი კარგადაა, კონტროლს ექვემდებარება. ვითომ მაგრები არიან, ნახეთ, კორონავირუსი იტალიაში გავცელდა, მაგრამ ჩვენთან არ არისო. ამ დამოკიდებულობას მოჰყვა ის, რომ არაოფიციალური ინფორმაციით 20 ათასამდე ადამიანია კორონავირუსით დაავადებული. ამხელა ქვეყნის მართვა ადვილი არ არის, ირანის ჯანდაცვის სისტემსთვის , რომელსაც ბევრი პრობლემები აქვს.

– გარდა იმისა, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, ქვეყნის იმიჯის შენარჩუნებას ლამობენ, კიდევ რა მოტივაცია უნდა ამოძეავებდეს ირანს?


– 1. პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზი. ირანსა და ჩინეთს შორის არ შეწყვეტილა ფრენები. ამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები დღემდე მიმდინარეობს.

2. დაავადება თავიდან ირანში ქალაქ ყუმში გავრცელდა. ამ ქალაქში შიიტების წმიდა ადგილებია – დგას ბევრი მეჩეთი და დაახლოებით ქრისტიანებს რომ წმინდა ნინო გვყავს, იმხელა მნიშვნელობის შიიტების წმნდანის საფლავი. როგორც ქრისტიანები ვკოცნით წმინდანების საფლავებსა და ხატებს, ისინიც ანალოგიურად იქცევიან. ჩვენთან სვეტიცხოლელში რომ შეხვალ, ვთქვათ, ვახტანგ გორგასალის საფლავზე 10 ადამიანი თუ დაგვხვდება. იქ კი ყოველდღიურად 10 ათასობით ადამიანი დადის თაყვანის საცემად; სიწმენდეებსა და საფლავებს რომ ეამბორონ, დიდ და მჭირდო რიგში დგანან, ერთამნეთს ასუნთქებენ, აცემინებენ, მერე მიდიან საფლავს კოცნიან, მერე ერთის ნაკოცნს სხვა კოცნის და ა.შ.

თვით ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ სთხოვა რელიგიური დაწესებულებების მოღვაწეებს, რომ დროებით დაეკეტათ სალოცავი ადგილები.

– მერე დაკეტეს?

– ირანში იცით როგორ ხდება? – შეიძლება ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას რელიგიური დაწესებულებების მესვეურებმა ყურიც არ ათხოვონ. ამასთან ექიმების მიმართ თავისებული მიდგომა აქვთ შიიტური რელიგიის მიმდევრებს, მიაჩნიათ რომ თანამედროვე სამედიცინო სისტემა იტყუება, ფინანსური სარგებელის გამო. სხვათაშორის ექიმების გარდა, თანამედროვე იურისტებსაც ალმაცერად უყურებენ შიიტები – ჩვენ არ გვინდა თანამედროვე სამართალი, ვაღიარებთ რელიგიურ სამართალსო, რაც ღმერთმა თქვა იმას გავაკეთებთო. მოკლედ, როგორც ღმერთს უნდა ისე ვიქნებით და ნუ ერევითო.

– ირანის დღევანდელი მდგომარეობა ( მითუმეტეს პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, ქვეყანაში სწორედ ირანში იყო ნამყოფი) რა საფრთხეებს უქადის საქართველოს?

– საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მყარი და ძლიერია. ძალისმევას არ იშურებს რომ კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს ქვეყანაში. ამ ეტაპზე მათვარია ირანთან მოხდეს იზოლაცია, ოღონდ დროებით. იმიტომ, რომ ჩვენ ირანთან დიდი ხნით ვერ შევწყვეტთ ურთიერთობას. ძალიან დამოკდიებული ვართ ნავთობპროდუქტის გამო და ხილ-ბოსტნეულის იმპორტსაც ვახდენთ. ამ ეტაპზე მიმოსვლა შეწყვეტილია. ჩემი აზრით, ირანის მოქალაქე რომ არ შემოუშვან, არ იქნება ადეკვატური საქციელი, მაგრამ მკაცრად შეამოწმონ და ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ, შემოუშვან. გუშინ მაგალითად სამმა სტუდენტმა დამირეკა ირანიდან, სწავლა იწყება და რა ვქნათო. მალე დათბება და მგონია, რომ ვირუსი საშიში აღარ იქნება. ამის იმედი მაქვს.

წყარო: mshoblebi.ge

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved