ფოტო: რადიო თავისუფლება
სურამში მცხოვრები 101 წლის ელენე ასანიძე, რომელიც „გორმედის“ ქსელის გორის კოვიდკლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები 101 წლის ქლაბატონი, შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, იმყოფებოდა რესპირატორულ მხარდაჭერაზე, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და დატოვებს კლინიკას – წერს კლინიკა
კომენტარები