• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა ყვარელში, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე

ალია ავტორი - ალია
16:34 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ყვარელში თვალს მოგწყვეტს აქ გაშენებული ვენახები, თხილის პლანტაციები, ფერმები. ეს მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად გამოირჩევა შატოების სილამაზით, ვენახების მოვლით, სიკოხტავით, რომელიც, თვალსაჩინო ევროპულ ქვეყნებს ახასიათებთ და მეტიც,  ჩემი აზრით, ამ კუთხით კონკურენციას გავუწევდით ბევრ გამორჩეულ, ევროპულ ქვეყანას.

როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ყაიდაზე, ევროპულ გზაზე, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომლის მშობლიური ქალაქიც ყვარელია, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს ისტორიაში, რომელმაც თავის ნაშრომებში დაიწყო ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავლის ნარატივის გაჟღერება. ილია ჭავჭავაძემ შეძლო ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება და ხედვის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რისთვის უნდა ვიღწვოდეთ, სად უნდა მივდიოდეთ, და ეს დღეს კარგად ვიცით.

პარლამენტში მივიღეთ მრავალპარტიული რეზოლუცია, ასევე კვლევებიც აჩვენებს, რომ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს  –  ეს არის ერთადერთი და ისტორიული არჩევანი ჩვენი ხალხისა.

ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ტურიზმი და ყვარელი, როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმით ნამდვილად გამოირჩევა. სამოთხეა ზამთარშიც და ზაფხულშიც. ყველას შეუძლია, ჩამოვიდნენ და ისიამოვნონ არა მხოლოდ სილამაზით, რაც აქ გვხვდება, არამედ სტუმართმოყვარეობით, უმაღლესი ხარისხის სერვისით, პროდუქციით.

ვიტყოდი, რომ ყვარელი ერთ-ერთი ის კუთხეა, სადაც ადამიანი ბუნებრივად არის შერწყმული ვაზთან.  ეს არის მეღვინეობის კერა და ადგილი, რომელიც გამორჩეულია თავისი ცნობილი ბრენდებით, ღვინის კომპანიებით. ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენი მიღწევა გვაქვს და ეს მიღწევები ნამდვილად გვაქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც ყოველდღიურად აქვს თითოეულ მოსახლეს. ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის და საკრებულოს მთავარი საზრუნავი – უფრო ხშირი კომუნიკაცია ხალხთან და უზრუნველყოფა იმისა, რომ მეტი ინკლუზიურობა იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობის, ახალგაზრდობის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ აქ არის ძალიან ბევრი იდეა. ამ მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის გამოყენებას შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. წარმატება მერობის კანდიდატს და მის გუნდს. ხელისუფლება გააგრძელებს დაწყებულ კურსს, რომელმაც შედეგები უკვე გამოიღო.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved