• რეკლამა
  • კონტაქტი
08:52, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხი, ვინც უარს ამბობს კოვიდ-19 ვაქცინაციაზე, არ არიან აუცილებლად „ანტივაქსერები“, ჰკითხეთ ამ ხალხს…” – გიორგი კავკასიძე

ალია ავტორი - ალია
19:29 08-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:

ხალხი, ვინც უარს ამბობს კოვიდ-19 ვაქცინაციაზე, არ არიან აუცილებლად „ანტივაქსერები“. ჰკითხეთ ამ ხალხს – თვითონ ან მათი შვილები თუ არიან აცრილები დიფტერიაზე, ყივანახველაზე, ტეტანუსზე, ტუბერკულოზზე, პოლიომიელიტზე, წითელაზე, ყბაყურაზე, წითურაზე, ვირუსულ ჰეპატიტზე ან სხვა აცრებზე.

თუ ერთ კითხვაზე მაინც პასუხი დადებითი იქნება, მაშინ ასეთი ადამიანის ანტივაქსერად შერაცხვა არის უვიცობა, რადგან ანტივაქსერები არც ერთ აცრას არ ცნობენ.

ჩვენი მოსახლეობის კოვიდ-19 აცრების მიმართ სკეპტიციზმის მიზეზები ჩემი აზრით შემდეგია

1. კოვიდ-19 შესახებ ხელმისაწვდომი და იოლად გასაგები ინფორმაციის სიმწირე (გნებავთ უქონლობა). დღემდე მოსახლეობის დიდ ნაწილს კოვიდ-19 გრიპისმაგვარი ინფექცია ჰგონია და არ იციან რომ კოვიდ-19 მულტუსისტემურ გართულებებს იწვევს. წარმოდგენა არ აქვთ კოვიდ-19 გადაცემის გზებზე, ინფექციის გამომწვევზე და მიმდინარეობაზე, რა და რატომ შეიძლება იყოს კოვიდ-19 სიკვდილის მიზეზი. რატომ არის რომ მძიმე ფორმით მიმდინარეობისას ადამიანი „იხრჩობა“, რა შეიძლება მოჰყვეს ორსულის ინფიცირებას. არ იციან რომ კოვიდ-19 შედეგად შეიძლება განვითარდეს ფილტვების მასიური დაზიანება, დიაბეტი, სმენის დაქვეითება, სპერმატოგენეზის დაქვითება, თრომბოზები და ა.შ.

2. არ არქვთ ინფორმაცია (ზოგადად) ვაქცინების როლის, მიზნების და მოქმედების მექანიზმზე, კონკრეტულად კი კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინებზე. მოსახლეობამ არ იცის რომ ფაიზერის კლინიკურ კვლევაში 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, რომ 2020 აპრილიდან მოყოლებული ეს ხალხი სკურპულოზური დაკვირვების ქვეშაა. ხდბა აღრიცხვა თუ რა გართულებები, რა გვერდითი მოვლენები აღენიშნათ ბოლო 1.5 წლის განმავლობაში.

არ იციან რომ ვაქცინების გადაუდებელი აუცილელბლობის ავტორიზაცია არ არის „ექსპერიმენტული კვლევის“ ავტორიზაცია. ექსპერიმენტული კვლევებმა ამ ვაქცინებმა კლინიკური გამოცდის დროს გაიარეს და მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.. გაუგებარია რატომ არის გადუდებელი აუცილობელობა კოვიდთან ბრძოლა, რომელმაც მარტო საქართველოში 6’000 მეტი, მსოფლიოში კი 4,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რას ნიშნავს კოვიდ-19 ვაქცინაციის რისკისა და სარგებლის შეფარდება.

ეს და კიდევ უამრავი ინფორმაცია მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს გასაგებ ენაზე, ყველა შესაძლო ფორმატში და მედია-საშუალებით.

ვისი ვალდებულებაა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ? – მთავრობის და მისი სტრუქტურული ერთეულების

როდის უნდა დაწყებულიყო ვაქცინაციის კამპანია? – 2020 დეკემბერი/2021 წლის იანვრიდან.

იმის გამო რომ პანდემიის დაწყებისთანავე ინფორმაციული ვაკუუმი გაჩნდა, ეს ვაკუუმი უცებ შეივსო მითებით, ჭორებით, დეზინფორმაციით, შეთქმულების თეორიებით.

ამიტომ მოსახლეობის „შეუგნებლობაზე“ აპელირება და ყველა სკეპტიკოსის „ანტივაქსერად“ შერაცხვა მინიმუმ არაკორექტულია.”

თეგები: გიორგი კავკასიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved