• რეკლამა
  • კონტაქტი
13:18, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობა- ბრალდებულის მიმართ დევნა შეწყდა

ალია ავტორი - ალია
15:43 08-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულის მიმართ შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული, ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ.-ს და განზრახ მოკვლის მიზნით, მას სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით – პარანოიდული შიზოფრენიით (კოდი – F20.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები. ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულს არ შესწევს უნარი ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ასევე, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, რადგან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებული იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს.

ამდენად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა” ნათქვამია გავრცელებულ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved