• რეკლამა
  • კონტაქტი
11:20, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

რას ნიშნავს ბუღალტრული აღრიცხვა

ალია ავტორი - ალია
17:03 07-23-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

საკუთარი ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში წინ საკმაოდ დიდი თავგადასავალი გელით, ბევრი იქნება წარმატება, თუმცა კიდევ უფრო ბევრჯერ მარცხის გადატანა მოგიწევთ, რომელიც გასწავლით თუ როგორ არ უნდა გაიმეოროთ ერთი შეცდომა ორჯერ. მენეჯერებს უამრავი დიდი თუ მცირე გადაწყვეტილების მიღება უწევთ, რაც განსაზღვრავს კომპანიის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. არსებობს საკითხები, რომელიც ფუნდამენტრუად მნიშვნელოვანია და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას დიდ როლს თამაშობს. ერთ-ერთი ასეთი სფერო ბუღალტერიაა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გამართული და დალაგებული იყოს, რადგან ფინანსები ის ნაწილია, რომელზეც ინფორმაციას ყოველთვის უნდა ფლობდეთ. არასწორად წარმოებულ ბუღალტერიას შეუძლია საკმაოდ დიდი ქაოსი გამოიწვიოს თქვენს ცხოვრებაში, რაც დანამდვილებით ვიცით, რომ არც ერთ მენეჯერს არ სურს.

ბუღალტერიის წარმოებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც ერთგვარი ენაა და მისი ძირითადი მიზანი საქმიანობაში ჩართული ყველა ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება გახლავთ, რაც თავის მხრივ გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, გაზომვას, დამუშავებასა და გადაცემას. კომპანიისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ეს სისტემა მოწესრიგებული და დალაგებული იყოს, რათა ზუსტად იყოს განსაზღვრული კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა, სწორად იყოს დასახული სამომავლო გეგმები და სწორად იყოს გაანაგრიშებული რისკები, რის გარეშეც წყალში ბრმად ცურვას გავს. ინფორმაციის მიღება და მისი სწორად დამუშავება აუცილებელია იმისთვის, რომ ზუსტად დაინახოთ მთლიანი სურათი და მეტი ლავირების საშუალება გქონდეთ.

ბუღალტრული აღრიცხვა ერთიანი დაკვირვების მეთოდს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანი, ვინც მას აწარმოებს მხოლოდ მშრალი ციფრებით არ შემოიფარგლოს და აუცილებელად სრული ინფორმაციაზე უნდა ჰქონდეს წვდომა, რადგან ამ პროცესის სწორად მართვაზეა დამოკიდებული ისეთი მენეჯერული საკითხები, როგორიცაა ფასის მოფიქრება, მომატება ან დაკლება, ასევე ხელფასების გაწერა და სხვა ფინანსური პროცესები. ნებისმიერი ბიზნესისა თუ სტარტაპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს პროცესი ყოველთვის პრიორიტეტული იყოს, რათა საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა, გაცვლა და საბუთების ზედმიწევნით შენახვა სწორად ხდებოდეს. მაღალი პრიორიტეტების დაწესების შემდეგ აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვა გამოცდილმა და პროფესიონალმა ბუღალტერმა აწარმოოს, ვისაც ჩააბარებთ ფინანსებს, ვინც იზრუნებს თქვენი ბუღალტრული ქაოსის მოწესრიგებაზე და ვისაც შეძლებთ რომ ენდოთ. ასეთ ადამიანთან თანამშრომლობისას სანდოობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა თავიდან მაქსიმალურად იქნეს აცილებული სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რაც ადამიანებს შორის არაჯანსაღ დამოკიდებულებას შეუძლია გამოიწვიოს. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ, რომ ბუღალტერია ვინმეს ჩააბაროთ, ყურადღებით მოეკიდეთ ამ საკითხს და მოძებნეთ სანდო, პროფესიონალი ადამიანი, ან ადამიანთა გუნდი, შესაბამისი რეპუტაციით. გაითვალისწინეთ, საქმის წარმოებისას მნიშვნელოვანია მენეჯერის ჩართულობაც, რადგან ინფორმაციის გაცვლა და მისი ანალიზი მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის დაინტერესდით ფინანსური კუთხით და ითხოვეთ პერიოდული რეპორტის მომზადება. ასევე, შეეცადეთ ისეთი ადამიანი ან აუთსორს კომპანია იპოვოთ, ვინც კომპეტენტურ რჩევებს არ დაიშურებს და დღის ნებისმიერ დროს შესაფერისი რჩევებით მოგამარაგებთ, უპასუხებს თქვენს კითხვებს და დაგეხმარებათ წამოჭრილი კითხვის ნიშნები უმალ გააქარწყლოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved