• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ობიექტური კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძეს აქვს თბილისელი ამომრჩევლების უდიდესი მხარდაჭერა – გიორგი ამილახვარი

ალია ავტორი - ალია
15:07 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი კომპანია GORBI-ს მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ კახა კალაძეს თბილისელი ამომრჩევლების უდიდესი მხარდაჭერა აქვს.

მისი განცხადებით, კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კახა კალაძე მერობის უალტერნატივო კანდიდატია, რაც შეეხება რეიტინგის მაჩვენებლებს, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას იგი კიდევ უფრო გაიზრდება.

 „კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს 61%-ზე მეტი რეიტინგი,  ხოლო გასული ოთხი წლის განმავლობაში, მის საქმიანობას დადებითად  აფასებს გამოკითხულთა 67%. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს უკვე ობიექტური კვლევითაც დასტურდება, რომ კახა კალაძეს აქვს თბილისელი ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერა და იგი პრაქტიკულად, უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატად გვევლინება. ნიშანდობლივია, რომ კახა კალაძეს ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს დღეს, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში. ყველა ლოგიკის მიხედვით, კამპანიის მსვლელობისას აღნიშნული რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

კახა კალაძის შტაბის უფროსმა თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ოთხი წელი კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მეტ წარმატებულ პროექტს განახორციელებს.

„ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თბილისელების მხარდაჭერას მთელი ამ ხნის განმავლობაში და დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ, თითოეულ მათგანს. ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად კიდევ ერთხელ გავამართლებთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად, თავდაუზოგავი და უანგარო შრომით, თბილისელებზე ზრუნვას და ჩვენი ქალაქის განვითარებას გააგრძელებს, რათა დიდი საქმეები, ყველა წამოწყებული მასშტაბური პროექტი გაგრძელდეს და თითოეულ უბანში, თითოეულ ოჯახამდე მივიდეს. დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბერს, კახა კალაძე ჩვენი თბილისელი ამომრჩევლების მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს მისი საკრებულოს გუნდიც და შესაბამისად, გაიმარჯვებს თბილისიც“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

თეგები: გიორგი ამილახვარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved