• რეკლამა
  • კონტაქტი
03:52, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:18 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში ღირსეული გამარჯვება გვჭირდება იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება,  ადამიანი ვერ დაგეგმავს, რა უნდა გააკეთოს, როგორ განავითაროს სოფლის მეურნეობა, წარმოება, სკოლა და აშ..

 „ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ყველგან უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ჩვენ გვჭირდება ღირსეული გამარჯვება ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში იმიტომ, რომ შემდგომი სამი წელი ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი განვითარება. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში. მოდი ვთქვათ, მეგობრებო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინ შეძლო ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა? ეს არის ერთადერთი ის იშვიათი გამონაკლისი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. მე ომზე ამ დღეების განმავლობაში აქტიურად ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ტრაგედია. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიტანეთ უზარმაზარი დანაკარგი და ტრაგედია, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები დროებით, მაგრამ ამან განაპირობა ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის 20%-ის, ათასობით ადამიანი დევნილობაში წამოვიდა და ძალიან გამოუსწორებელი შედეგი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ. ხალხმა მიიღო, რაც მთავარია. მე ყოველთვის მითქვამს, რომ მოდიან პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, ვიწრო ელიტური ჯგუფი მოდის ხელისუფლებაში, ტოვებს ძალიან დიდ პრობლემებს და შემდეგ თაობებს უწევთ ამ პრობლემების გადაჭრა, ამაზე ზრუნვა და მუშაობა. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ოკუპაცია დაგვხვდა. ის, რომ რუსეთს ჰქონდა განზრახული ჩვენს ქვეყანაში ჯარების შემოყვანა და დაბრუნება, ეს არახალია და ცხადია. ხელისუფლება მმართველი მაგიტომ ხარ, მაგიტომ აგირჩია მოსახლეობამ, რომ ყველა რისკი გათვალო, დააზღვიო შენი მოსახლეობა და შენი ქვეყანა, პირველ რიგში. რუსეთის ჯარი ბოლოს 2007 წელს გავიდა ქვეყნიდან. 2005 წელს დაიწყო და  2007 წელს დასრულდა, ბოლო ჯარის ნაწილი გავიდა ახალციხიდან, რომელშიც სხვათა შორის მე შევიყვანე ქართული ჯარი და იქ ახალი ბაზა ავაშენეთ. მას შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, უგუნურმა წინა ხელისუფლებამ, არ ვიცი უმეცრებით, უგუნურებით  როგორ მოუვიდათ, ასეთ პროვოკაციას წამოეგნენ და შემოიყვანეს, დააბრუნეს რუსული ჯარი. ეს კატასტროფაა. რატომ ვლაპარაკობ მე ამდენს- მშვიდობას და სტაბილურობას არ აქვს ალტერნატივა. მეგობრებო, მშვიდობა და სტაბილურობა თუ არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, ჩვენს ოჯახებში, არ იქნება არავითარი განვითარება. ადამიანი ვერ დაგეგმავს, რა უნდა გააკეთოს, როგორ განავითაროს სოფლის მეურნეობა, წარმოება, სკოლა და აშ.. ამიტომ, ამას ერთის მხრივ შენარჩუნება სჭირდება და ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, ძლიერი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, მშვიდობის და სტაბილურობის დაცვას და ჩვენი რეგიონების და ქალაქების განვითარებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 2017 წელს აქ ჩავატარეთ არჩევნები, მხარი დავუჭირეთ მაშინ იმ დროინდელ კანდიდატს. სამწუხაროდ, მერე ძალიან სამწუხარო რაღაც მოხდა, აღარ მინდა ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ ეს შეცდომა ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ამიტომ ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ახალი კანდიდატი”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved