• რეკლამა
  • კონტაქტი
20:34, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უნგრეთში ანტი-ლგბტ კანონი სკოლების გარდა, ეკლესიების ტერიტორიებსაც შეეხება – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:15 08-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ფოტო – DW.COM

უნგრეთის მთავრობის გადაწვეტილებით, ახალი, ანტი-ლგბტ კანონი, რომელიც ივნისში მიიღეს, ახლა სკოლების გარდა, ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებსაც შეეხება.

ნატოს წევრი ქვეყნის ე.წ. პედოფილიის საწინააღმდეგო აქტი თავდაპირველად მიზნად ისახავდა ბავშვზე ძალადობისთვის სასჯელის გაზრდას, მაგრამ მას დაემატა ცვლილებები, რომლებიც კრძალავს “ჰომოსექსუალობის პოპულარიზაციას”, ან არასრულწლოვანთა სქესის შეცვლას.

მთავრობის განცხადებით, ბოლო განკარგულება ძალაში 30 დღის განმავლობაში შევა.

უფლებადამცველ ორგანიზაცია “საერთაშორისო ამინისტიაში”, კი აცხადებენ, რომ ეს კანონი “ადრე თუ გვიან ჩაიშლება”. ”ამასობაში, ჩვენი, ყველას ვალია არ დავემორჩილოთ მთავრობის სიძულვილს,” – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

კანონის მიღების შემდეგ, 24 ივლისს, ათასობით ადამიანი შეუერთდა ბუდაპეშტის ღირსების მარშს, ლგბტ თემის მხარდაჭერის გამოსახატად და კანონმდებლობის გასაპროტესტებლად.

ახალი კანონმდებლობა კიდევ ერთი მიზეზი გახდა უნგრეთის ხელმძღვანელის, კონსერვატორი ვიქტორ ორბანისა და ბრიუსელის დაპირისპირებისა.

ევროკომისიამ კი, უნგრეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას “უღირსი” უწოდა და ბუდაპეშტის წინააღმდეგ იურიდიული ნაბიჯები გადადგა. ევროკომისაში აცხადებენ, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია და ევროპულ ღირებულებებს უპირსპირდება.

კანონი არეგულირებს პროდუქციის “ჩვენებას ან წარმოდგენას”, რომელიც “გამოხატავს ჰომოსექსუალიზმს”, ან წარმოადგენს “გადახვევას იდენტობისგან, რომელიც შეესაბამება ადამიანის სქესს მისი დაბადებისას”.

მთავრობისვე გადაწყვეტილებით, მაღაზიებს ეკრძალებათ ასეთი პროდუქციის გაყიდვა ეკლესიებისგან, სკოლებისგან და ბავშვთა დაცვის დაწესებულებებისგან 200 მეტრის რადიუსში.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: უნგრეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved