• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, კვირა, 3 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა ბოლნისში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე

ალია ავტორი - ალია
16:19 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, მოგმართავდეთ  ისტორიული, ყველასთვის საყვარელი ადგილიდან – სულხან-საბას სახლ-მუზეუმიდან. აქ შეიქმნა ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, რომელსაც დღესაც ვიყენებთ და საუკუნეების შემდეგ მაგალითად რჩება.

ტანძია ყოველთვის იყო განათლების, კულტურის და შრომისმოყვარეობის კერა. ბოლნისი ძალიან  მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა, აუცილებელია ყველა ბუნებრივი რესურსის გამოყენება არ მოხდეს გარემოს დაცვის ხარჯზე.

აქ ვხედავ ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას, გოგი მეშველიანს, რომელთან ერთადაც, რამდენიმე წელი, გარემოს დაცვის კომიტეტში ვითანამშრომლეთ და  შევეცადეთ, რომ ერთად მიგვეღწია იმ გარდატეხისთვის, რომელიც წლების განმავლობაში და ვიტყოდი, ათწლეულების განმავლობაში, იყო მოუგვარებელი.

ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას, შევქმენით პრეცენდენტი, როდესაც კომპანიები, რომლებიც იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, ასევე დავავალდებულეთ, აწარმოონ თავისი საქმიანობა გარემოსდაცვით სტანდარტებთან უმაღლესი შესაბამისობის მიხედვით. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება, რომლებიც პირველივე დღიდან,  ჩვენთან ერთად, პარლამენტში, კომიტეტში, ღია სხდომებზე იყვნენ. თავიდან იყო კამათი, დებატები, თუმცა, ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ, რომ მიზანი გვქონდა ერთი – მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და დავიცვათ გარემო. ბოლოს გაჩნდა ნდობა ჩვენს შორის, ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ის, რაც აქ მოხდა და რასაც მომავალშიც გავაკეთებთ, იქნება სამაგალითო ყველა რეგიონისთვის, რადგან პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მომავალს,  გარემოს,  ჯანმრთელობას.

ბოლნისი განსაკუთრებულად ლამაზდება ბოლო წლების განმავლობაში. მახსოვს, პირველად როდესაც ვიყავი ბოლნისობაზე, ვიყავი განცვიფრებული, თუ რამდენად შეიცვალა ქალაქი, გარემო და ისტორიული ადგილები, შეიქმნა ბევრი საინტერესო კუთხე არა მხოლოდ ქალაქში, ქალაქგარეთაც, ბევრი საინტერესო ადგილი ტურისტებისთვის და ეს ნამდვილად დაეტყო ტურისტების რაოდენობასაც, როგორც შიდა ტურიზმის, ასევე, გარე ტურიზმის სახით. რაც ყველაზე მთავარია, უფრო და უფრო იმკვიდრებს ამ რეგიონში მოყვანილი ღვინო თავის ადგილს ქართულ მეღვინეობაში.

ღვინოზე რომ ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ ვახსენო ჩვენი კანდიდატის ძალიან დიდი წვლილი ამ კუთხით, რომელმაც მეღვინეობის კუთხით, ნამდვილად, შეძლო თავისი სიტყვა ეთქვა, მიეღწია წარმატებისთვის. ზუსტად ეს  წარმატებაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ახალი მერის სახით, ძლიერი მაჟორიტარის სახით, ძლიერი საკრებულოს სახით, რომ ყველა ის მიზანი, ის გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს – ბოლომდე მივიყვანოთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ – აუცილებელია ახალგაზრდობის ჩართულობა ყველა ამ პროცესში და  ეს რომ ასე იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. აუცილებელია, ახალგაზრდებს გავუჩინოთ ყველა შესაძლებლობა, რომ საკუთარ რეგიონს, საკუთარ ქალაქს მოახმარონ  ენერგია, იდეები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხითაც ბოლნისი ნამდვილად გამოიჩენს თავს, იმ გუნდით, რომელსაც ჩვენი ახალი კანდიდატი გაუძღვება, ხოლო კანდიდატის გამარჯვებაში  არავის ეჭვი არ ეპარება. პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს, მოვიპოვებთ მყარ უმრავლესობას საკრებულოში. გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გუნდი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა და იზრუნებს რეგიონების განვითარებაზე“.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved